მთავარი ახალი ამბები კვარა და ნიცა შვილს ელოდებიან

კვარა და ნიცა შვილს ელოდებიან

by lana

ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ გააჟღერა, რომ ბიჭს ელოდება. კვარას ვიდეოს სოციალურ ქსელში Geo Team ავრცელებს.

„ერთ-ერთი ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ცოლი, რომ მოვიყვანე მაშინაც უბედნიერესი ვიყავი. აქ გავაჟღერებ, რომ ბიჭს ველოდები“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

ქართველმა ფეხბურთელებმა გამარჯვება სტადიონის გასახდელში, ემოციურად, ქართული ცეკვისა და სიმღერის ფონზე აღნიშნეს.

მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.

გიორგი მამარდაშვილმა პენალტების სერიაში მოახერხა და მეტოქის ბურთი აიღო. ბერძენმა ფეხბურთელებმა მეორე გოლიც ვერ გაიტანეს. ბურთი კარს ასცდა.