საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ევრო 2024-ზეა. მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი უდაოდ იყო მეკარე გიორგი მამარდაშვილი. მატჩის შემდეგ მას ემოციური შეხვედრა ჰქონდა დედასთან – ვიდეოს საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა გვერდი ავრცელებს.
23 წლის გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიას“ მეკარეა. დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელია.საფეხბურთო კარიერა საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მოზარდთა გუნდში დაიწყო, 2012 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში“, სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. საზღვარგარეთული კარიერაც მრავალფეროვანი ჰქონდა, თუმცა 2021 წლის შემდეგ “ვალენსიამ“ გამოისყიდა და მასთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
გიორგის პირად ცხოვრებაშიც შარშანდელის შემდეგ სასიამოვნო სიახლეებია. მან საყვარელ გოგონას საჯაროდ სთხოვა ხელი და მისი რჩეული მშვენიერი ელენე ეპიტაშვილია.