მთავარი ახალი ამბები “ვინც მწერთ ტრის­ტან სა­რა­ლი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ყვე­ლას გი­პა­სუ­ხებთ…“ – სად იმყოფება ახლა მსახიობი და რას ამბობს რეჟისორი, რომელსაც ოჯახმა მიაწოდა ინფორმაცია?

“ვინც მწერთ ტრის­ტან სა­რა­ლი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ყვე­ლას გი­პა­სუ­ხებთ…“ – სად იმყოფება ახლა მსახიობი და რას ამბობს რეჟისორი, რომელსაც ოჯახმა მიაწოდა ინფორმაცია?

by lana

ოჯა­ხი არ ადას­ტუ­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტრის­ტან სა­რა­ლი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რე­ჟი­სო­რი სან­დრო ელოშ­ვი­ლი წერს, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბის შვი­ლის მე­გო­ბა­რია.

“ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, ვინც პი­რად­ში მწერთ ტრის­ტან სა­რა­ლი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ყვე­ლას აქ გი­პა­სუ­ხებთ! მისი შვი­ლი, ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, გოგა მე­უბ­ნე­ბა, რომ ცო­ცხა­ლია და თუ უფრო ახ­ლო­ბე­ლი გყავთ ვინ­მე და ის ადას­ტუ­რებს, ეგ სხვა ამ­ბა­ვია…” – და­წე­რა ელოშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ტრისტან სა­რა­ლი­ძე ახლა თურ­ქეთ­შია და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს გა­დის. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მსა­ხი­ო­ბი სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის.

“ბა­ტო­ნი ტრის­ტა­ნი ამ­ჟა­მად თურ­ქეთ­შია და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს გა­დის. მი­სი­ვე სიმ­შვი­დის­თვის ოჯა­ხი ამ თე­მა­ზე ნაკ­ლე­ბად სა­უბ­რობს და ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც არ ავ­რცე­ლებს”, – ამ­ბობს ელოშ­ვი­ლი.