584
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში 15 წლის შვილის შესახებ წერს, რომელიც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეა.
“89 წლის 9 აპრილის ღამეს 15 წლის ვიყავი მამაჩემი ქუჩა-ქუჩა რომ მეძებდა.
წუხელ გამეღვიძა და შემთხვევით ვნახე 15 წლის შუათანა შვილი სახლში აღარ იყო. დავუწყე ძებნა და ქართლოს ნატროშვილის ლაივში ვიპოვე რუსთაველზე. შვილის საქციელი კი გამიხარდა, მაგრამ 35 წელი გავიდა 9 აპრილს შემდეგ და ბარიკადების მეორე მხარეს ისევ რუსები დგანან”, – წერს ოქრუაშვილი.