მთავარი ახალი ამბები ჯემალ სეფიაშვილი ამტკიცებს, რომ მისმა შვილმა სწორედ მესამე ქორწინებაში მიაღწია ბედნიერებას – “როცა ქმარს გაშორდა, სიმღერა დავუწერე…“

ჯემალ სეფიაშვილი ამტკიცებს, რომ მისმა შვილმა სწორედ მესამე ქორწინებაში მიაღწია ბედნიერებას – “როცა ქმარს გაშორდა, სიმღერა დავუწერე…“

by lana

ჯემალ სეფიაშვილმა ერთადერთი შვილის, ცისანა სეფიაშვილის შესახებ გადაცემაში “ნიკოლოზის კითხვები“ ისაუბრა.

“20 ადამიანს ფაფა რომ მოეხარშა, ცისანა ზუსტად იტყოდა რომელი გავაკეთე მე. ძალიან მზრუნველი მამა ვიყავი. ცისანა განებივრებულია ბავშვი იყო და არის დღემდე. იგი საზოგადოებამ ძალიან კარგად მიიღო, მას ხომ არ აქვს ვიტნი ჰიუსტონის ან ეკა კვალიაშვილის ხმა, მაგრამ იგი კარგად გადმოგცემს მისი სულის ძგერას და იცის ჩაცმა.

ცისანა, როცა ქმარს გაშორდა, სიმღერა დავუწერე. ყველა მამას უნდა შვილი როცა თხოვდება ბედნიერი იყოს, საბედნიეროდ, ცისანამ ამას მესამე ქორწინებაში მიაღწია. მიხარია, რომ ჩემმა შვილმა გაიგო, რა არის მოსიყვარულე მამაკაცი და როგორ უნდა იზრუნო ქალზე თუ კი ის გიყვარს“, – თქვა ჯემალ სეფიაშვილმა.