მთავარი საკითხავი 10 ფილმი სადაც მსახიობებს ერთმანეთი რეალურად შეუყვარდათ

10 ფილმი სადაც მსახიობებს ერთმანეთი რეალურად შეუყვარდათ

by guramus

ჩვენ მოგიმზადეთ  ფილმების ის სია , სადაც მსახიობების სიყვარული კადრს მიღმა გაგრძელდა.

1. Gigli/ჯილი

სერიულ მკვლელსა და კაცთმოძულე რიკის (ჯენიფერ ლოპესი) ქარიზმატული და მომხიბვლელი ლარი (ბენ აფლეკი) შეუყვარდება, რის შედეგადაც მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. იცოდა თუ არა ჯენიფერმა, რომ ეს როლი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდებოდა და პარტნიორი მთელი გულით შეუყვარდებოდა ? ფაქტი ფაქტად რჩება , გადაღების პერიოდში მსახიობებს შორის რომანტიკული ურთიერთობა უკვე იყო.

2. Mr.&Mrs Smith/მისტერ და მისი სმიტები

  ამ ფილმმა , დიდი აღიარება მოიპოვა. განსაკუთრებით სასიამოვნო კი ის ფაქტი იყო, რომ მთავარი როლის შემსრულებლები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი დაქორწინდნენ. ისინი ერთად  12 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და ჰყავთ სამი  საკუთარი შვილი. ( თუ არ ჩავთვლით ნაშვილებ ბავშვებს)
ფილმი 2005 წელს გამოვიდა.

3. The Amazing Spider-Man/წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა

მსგავსად სცენარისა , მთავარმა გმირმა რეალურ ცხოვრებაშიც მოახერხა, რომ თავისი რჩეული მახეში გაება. ფილმი მაყურებელმა 2012 წელს იხილა.  მისი გადაღების დროს ემა სტოუნსა და ენდრიუ გარფილდს შორის რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო. ისინი დღემდე ერთად არიან.

4. Vicky Cristina Barcelona/ვიკი კრისტინა ბარსელონა


ვუდი ალენის ფილმში, რომელიც 2008 წელს გამოვიდა, ხავიერ ბარდემი და პენელოპა კრუსი შეყვარებულების როლს ასრულებენ. მათ აქვთ არაჩვეულებრივი ოჯახი. მსახიობების ფანტასტიურმა თამაშმა ,რეალური განვითარება ჰპოვა , რის შემდეგადაც მათი ურთიერთობა დაიწყო და წყვილი დაქორწინდა.

5.Cruel Intentions/სასტიკი თამაშები


იმას, რასაც ჩვენ სიყვარულის ქიმიას ვეძახით , რიზ უიზერსპუნმა და რაიან ფილიპმა ფილმზე :”სასტიკი თამაშები” მუშაობისას გამოსცადეს. ამრიგად,  მაყურებელს არ უნდა გაუკვირდეს , ეკრანზე  მათი გულწრფელი ემოციები თუ განცდები .


6.  Alfie/ალფი


ფილმი 2004 წელს გამოვიდა და მისი მთავარი გმირები ჯუდ ლოუ და სიენა მილერი იყვნენ. ფილმის გადაღებამ წყვილი ერთმანეთთან დააკავშირა. უნდა ითქვას , რომ ლოუს სულაც არ უძნელდებოდა სასიყვარულო სცენების გადაღება , რითაც უფრო და უფრო უახლოვდებოდა  მსახიობს.

 7. Days of Thunder/ჭექა-ქუხილის დღეები

 გახსოვთ ის დრო , როდესაც ნიკოლ კიდმანი კარიერის დასაწყისში ატარებდა ჟღალ ხუჭუჭებს ? ზუსტად იმ პერიოდში ,ის  და ტომ კრუზი  იღებდნენ ფილმს სახელად : ,, ჭექა-ქუხილის ” დღეები . ფილმი 1990 წელსაა გადაღებული, მსახიობები კი ძალიან ახალგაზრდები არიან. ცნებზე მუშაობისას, მსახიობები ერთმანეთთან რომანტიკულ ურთიერთობაში იყვნენ.

8. Step up/ნაბიჯი წინ


ამ ფილმის ნახვა ყველას კარგ განწყობაზე გვაყენებს და ცეკვის სურვილს გვიჩენს.  ფილმის მთავარ გმირებს , ჩანინგ ტატუმსა და ჯენა დევანს შორის ურთიერთობა დაიწყო, რის შემდეგაც ისინი დაქორწინდნენ. ახლა, წყვილი პატარა ქალიშვილის აღზრდითაა დაკავებული.

9. The Rum Diary/რომის დღიური


 მილიონობით ქალის საყვარელი მსახიობისთვის , ეს ფილმი საბედისწერო აღმოჩნდა , რადგან მსაგავსად სხვებისა ჯონი დეპმაც ვერ მოერია სიყვარულის ძალას და მას შეუყვარდა მისი პარტნიორი  ემბერი . დამთავრდა თუ არა გადაღებები , მან ხელი სთხოვა მის რჩეულს. 

10. The Apartment/ბინა


“ბინის” გადაღების დროს იტალიელ მსახიობს მონიკა ბელუჩისა და ფრანგ მსახიობ ვინსენტ კასელს შორის,რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო. ამის შედეგად შეიქმნა ერთ – ერთი ულამაზესი და ცნობილი წყვილი , რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ამშვენებდა პრესას.

A.E