მთავარი ახალი ამბები რონალდოს დედის სენსაციური აღიარება – “აბორტის გაკეთებას ვაპირებდი! უკვე სამი შვილი მყავდა, ძალიან გვიჭირდა, ბევრი პრობლემა გვქონდა”

რონალდოს დედის სენსაციური აღიარება – “აბორტის გაკეთებას ვაპირებდი! უკვე სამი შვილი მყავდა, ძალიან გვიჭირდა, ბევრი პრობლემა გვქონდა”

by lana

ავტობიოგრაფიულ წინგში “დედის სიმამაცე”, ცნობილი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდოს დედამ დოლორეს ავეირომ აღიარა, რომ მსოფლიოს შეიძლებოდა ვერასოდეს ენახა მადრიდის “რეალის” და პორტუგალიის ახლანდელი ლიდერი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.

“აბორტის გაკეთება მინდოდა, თუმცა ექიმმა არ დამიჭირა მხარი”, – აღიარა დოლორესმა თავის წიგნში. ისიც არ დაუმალავს, რომ როდესაც ექიმმა უარი უთხრა, თავისი ხელით სცადა მუცლის მოშლა: ხან რაღაც ნაყენები გამოიყენა, ხან იხტუნავა, ირბინა ქანცის გაცლამდე, მაგრამ არაფერმა უშველა.

“უკვე სამი შვილი მყავდა, 30 წლის ვიყავი, ძალიან გვიჭირდა, ბევრი პრობლემა გვქონდა. ქმარს არც ისე ბევრი ფული მოჰქონდა და გადავწყვიტე, რომ ბავშვი მომეცილებინა… კრიშტიანუმ იცის ამის შესახებ. როცა ეს ამბავი გავუმხილე, იცით რა მითხრა? “დედა, შენ აბორტის გაკეთება გინდოდა, არადა, ახლა სწორედ მე ვინახავ მთელ შენს ოჯახს!”

mshoblebi