მთავარი საკითხავი მსოფლიოში ყველაზე ველური და თვალწარმტაცი 17 ადგილი

მსოფლიოში ყველაზე ველური და თვალწარმტაცი 17 ადგილი

by guramus

მართალია ევროპისკენ გზა ხსნილი გვაქვს, მაგრამ ევროპის დათვალიარებას რომ მორჩებით, სად უნდა წახვიდეთ ? – ამ ადგილებიდან რამდენიმე ევროპაშია, თუმცა უმეტესობა მსოფლიოს სხვა კონტინენტზეა მიმოფანტული. თუ კი დაინტერესებული ხართ მსოფლიოს გარეშემო მოგზაურობით, ეს სტატია თქვენთვისაა.

 

გთავაზობთ 17 ულამაზეს ადგილს, სადაც საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა წახვიდე.

1.მოლოკაი , ჰავაი

ჰავაიში 7 მთავარი კუნძულია , აქიდან ყველაზე მომხიბვლელი სწორედ ეგ მოლოკაია. ამ ადგილს საკუთარი სასაათო სარტყელი აქვს და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს სწორედ ის 50-ე შტატია, რომელიც აშშ-ს შეუერთდა.

2. იასპერის ნაციონალური პარკი ალბერტაში , კანადა

ეს ყველაზე დიდი პარკია კანადაში. ის გამორჩეულია ულამაზესი ხედებით, კანიონებით, ლურჯი მდინარეებითა , რომელიც დიდ ყურადღებას იქცევს ;ფოტოგრაფების, ტურისტებისა და მოგზაურებისას.

3. რორაიმა (მთა) , ვენესუელა

მთა ვენესუელის, ბრაზილიისა და გაიანის საზღვარზე, მდებარეობს 2 774 მეტრ სიმაღლეზე. რორაიმას ეროვნული პარკი გეოლოგიური თვალსაზრისით დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ადგილია: მისი ასაკი 2 მილიარდ წელს შეადგენს.

4. კანიონების ნაციონალური პარკი, იუტა

ამ ადგილს ხშირად ვნახულობთ ფილმებში, ასევე ექსტრემისტების დიდ რაოდენობასაც იზიდავს ის. ამ მშვენიარების ნახვა, რა თქმა უნდა, ღირს და ისე არ უნდა წახვიდა ამა სოფლიდან, რომ ეს კანიონები არ ნახო.

5. სამხრეთ პერუ

პერუ გამორჩეულია მრავალფეროვანი ფროლითა და ფაუნით. აქ შეხვდებით 5872 ენდემურ სახეობას, რომელთა შორის 118 სახეობა ფრინველისაა, 113 რეპტილიის და ა.შ. პერუს ბინადარი ცხოველებიდან აღსანიშნავია იაგუარი, ლამა, პუმა, მელა, მაიმუნი, ჭიანჭველაჭამია, ტაპირი, პეკარი, ზარმაცასებრნი.

6. ხუხუის პროვინცია , არენგტინა

არგენტინის პროვინცია, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ბოლივიისა და ჩილეს საზღვართან.

7. ფაროს კუნძულები, დანია

მთები და ლამაზი სოფლები მისტიურს და მომხიბვლელ გარემოს ქმნის, რომელიც მნახველს გულგრილს  არ დატოვებს.

8.  Engadine Valley, შვეიცარია

უმშვენიერესი ადგილია, რომელიც  აჯადოვებს მის მნახველს.

9. პლიტვეცის ტბების ეროვნული პარკი, ხორვატია

ეროვნული პარკი მსოფლიოში ცნობილია მისი ჩამწკრივებული ტბათა კასკადებით. ტბები განთქმულია მათი განსხვავებული ფერებით, რომლებიც ცისფერიდან მწვანეში, ნაცრისფერში ან ლურჯში გადადის.

10. ნილოსის ხეობა, ეგვიპტე

ჩვ.წ. 2000 წელს აშენებული ნაგეგობიბი მნახველს მონუსხავს და კარგ განწყობაზე დააყენებს, საუკუნეებით დააშორებს დღევანდელობას.

11. სამბურუს გარეუბანი, კენია

გამოირჩევა ველური ადგილებით , სადაც მცხროვრებლები ტრადიციული ჩაცმულობითა და რიტუალებით გამოირჩევიან.

12.ჩონჩხების სანაპირო, ნამიბია

300 მილზე გადაჭმული სანაპირო გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რომელიც ტურისტების დიდ ნაწილს იზიდავს.

13. დავითგარეჯა, საქართველო

ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი.

14.განტის ხეობა, ბუტანი

უმშვენიერესი ადგილია, სადაც არის ულამაზესი მონასტერი.

15. ბოჰოლის კუნძული, შოკოლადის მთები, ფილიპინები

ტურისტული ინფრასტრუქტურა კარგადაა განვითარებული. აქ უამრავი სასტუმრო, რესტორანი და სუვენირების მაღაზიაა. 1988 წელს ეს ადგილი იუნესკოს მსოფლიო მემვიდრეობის სიაშიც შევიდა.

16. ვაიტომოს გამოქვაბული, ახალი ზელანდია

ეს ადგილი 1880 წლიდან იქცევს ტურისტების ყურადღებას. გამორჩეული ოპტიკური ილუზიით, რომელიც მხაველს აჯადოებს და სხვა სამყაროში გადაჰყავს.

17. ვედელის ზღვა, ანტარქტიდა

ეს ადგილი სამყაროს ძირშია. ტურისტები სამხრეთ ამერიკიდან გემით მიდიან და ასე ეცნობიან ამ ზღაპრულ ადგილს.

D.T.