მთავარი საკითხავი შოკისმომგვრელი ლექსი ტოტალურ მარტოსულობაზე!

შოკისმომგვრელი ლექსი ტოტალურ მარტოსულობაზე!

by guramus

თქვენს წინაშეა ამერიკელი მწერლისა და პოეტის  Ella Wheeler Wilcox -ის ყველაზე გახმაურებული და უძლიერესი ლექსი , რაც კი ცხოვრებაში დაუწერია.  ამ ლექსის პირველი 2 სტროფი გამოყენებულია ცნობილი უემოციურესი ფილმის “ოლდბოი”-ს სლოგანად.

მარტოობა / Solitude

გაიცინე , და შენთან ერთად მთელი მსოფლიო გაიცინებს;
იტირე, და მარტოს მოგიწევს ტირილი.
მოხუც და მოწყენილ დედამიწას , საკუთარი მხიარულება სჭირდება,
მაგრამ საკმაო პრობლემები აქვს სკუთარ თავთან.
იმღერე, და მთები ხმებს გაგცემენ;
მოწყენილმა ამოისუნთქე ,და ჰაერში დაიკარგება.
ექო სწრაფად გაავრცელებს მხიარულ ხმას,
მაგრამ მალე ისიც გაქრება.

გიხაროდეს, და ადამიანები ძებნას დაგიწყებენ;
იქნები მწუხარე , და შეტრიალდებიან , წავლენ.
მათ უნდათ შენი მთელი სიამოვნება, შენი მხიარულებიდან,
, მაგრამ მათ არ სჭირდებათ შენი მწუხარება.
იყავი ბედნიერი , და ბევრი მეგობარი გეყოლება,
იქნები მოწყენილი , და დაკარგავ ყველას.
არავინ არ იტყვის შენს უგემრიელს ღვინოზე უარს,
მაგრამ მარტო თუ იქენი , უკუღმართ ცხოვრებასთან მოგიწევს ურთიერთობა.

იდღესასწუალე, და მთელი დარბაზი გაივსება ხალხით;
იმარხულე, და აღარაფერი არ მოხდება.
წარმატება დაგეხმარება , რომ იცხოვრო,
მაგრამ სიკვდილისას ვერავინ შეძლებს შენს დახმარებას.
მხიარულების დარბაზია განიერი და მიმზიდველი,
მაგრამ ჩვენ თითო-თითოდ მწუხარების ვიწრო დარბაზის გავლით,
უნდა მოვხვდეთ მანდ.

By Ella Wheeler Wilcox 

თარგმანის ავტორი :  დათო წურწუმია

D.T.