ადამიანების გარკვეული ნაწილი ან არ ვერ ოჯახდება. ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი (მაგალითად, კურო და თევზები) ძალიან ადვილად პოულობენ მეორე ნახევარს. თუმცა, არის ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ვერ ახერხებენ დაოჯახებას და ცხოვრებას მარტო აგრძელებენ.
ვერძი
ვერძი ყოველთვის საკუთარი წესებით თამაშობს. მასთან ურთიერთობისას მოგიწევთ საკუთარი პრინციპებისა და წესების თაროზე შემოდება. სწორედ ამ მიზეზის გამო, ვერძს უჭირს ურთიერთობის შენარჩუნება. თუმცა ვერძი სულაც არ განიცდის ამ ამბავს. ის მარტოც მშვენივრად ცხოვრობს. მას ურჩევნია მარტო იყოს, ვიდრე მისი მეორე ნახევარი უღირსი ადამიანი იყოს.
ტყუპები
ტყუპები კომუნიკაციის საოცარი უნარით გამოირჩევიან, თუმცა როდესაც საქმე ურთიერთობებს უკავშირდება, ზოდიაქოს ეს ნიშანი ვერ ახერხებს პრობლემებთან გამკლავებას. ტყუპების მერყევი ხასიათი ართულებს მათთან თანაცხოვრებას.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი ძალიან კარგად გრძნობს თავს როდესაც მარტოა. მას სულაც არ სჭირდება გვერდით მეორე ადამიანი თავი ბედნიერად რომ იგრძნოს. მშვილდოსანი ხშირად ვერ ერკვევა თუ რა მოლოდინები აქვს საყვარელი ადამიანისგან, შესაბამისად ასეთი ურთიერთობები ხანმოკლე აღმოჩნდება ხოლმე.
მერწყული
მერწყულისთვის ურთიერთობა დაკავშირებულია ღრმა სულიერ კავშირსა და მეგობრობაზე. მცირე დეტალებიც კი ახდენეს მერწყულზე გავლენას გული აუცრუვდეს საყვარელ ადამიანზე. 10 წუთში შეიძლება შეიცვალოს ურთიერთობა თუ ამას მერწყული მოინდომებს.