მთავარი საკითხავი 13 რამ, რაც მამაკაცებს ურთიერთობაში სჭირდებათ, მაგრამ არ ამბობენ

13 რამ, რაც მამაკაცებს ურთიერთობაში სჭირდებათ, მაგრამ არ ამბობენ

by guramus

მამაკაცების ნაწილი თავიდანვე ამბობს რა სჭირდებათ ურთიერთობისგან, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც არ ან ვერ გამოხატავენ მოთხოვნილებებს. დღეს რთულია შეინარჩუნო ურთიერთობა დიდხანს.

  1. თავგადასავალი საძინებელში: სცადო  სიახლე და შემოიტანო ურთიერთობაში რაღაც ახალი, მისი გოგონასგან ყველა მამაკაცს სჭირდება. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს სხვადასხვა ტიპის ბორკილების, ჯაჭვების და მსგავსი ნივთების გამოყენებას.
  2. გიყვარდეთ ისეთი, როგორიც არის: თქვენზე შეყვარებული რა თქმა უნდა, ეცდება შეცვლას, თუ ამის საჭიროებას დაანახებთ, მაგრამ მამაკაცების უმეტესობას ნამდვილად უნდა საპირისპირო სქესს ისეთი უყარდეს, როგორიც ნამდვილად არის.
  3. გაანებივრეთ: რადგანაც მამაკაცები თქვენს განებივრებას ცდილობენ და სურთ, მაჩოს იმიჯის მოირგონ, ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ უყვართ, როცა თავადაც განებივრებულები არიან. ხანდახან თქვენც უნდა სცადოთ გაანებივროთ ისინი.
  4. დაუტოვეთ მათ თავიანთი პირადი სივრცე: პირადი სივრცის და პირადულის გამოყოფა ყოველთვის, ყველა ურთიერთობას მეტად ეფექტურს ხდის. ხანდახან უბრალოდ მისგან, მისი აზრებისგან და პირადულისგან მოშორებით დაიჭირეთ თავი.
  5. არ დატანჯოთ: მათ ყოველთვის სურთ საკუთარი პიროვნულობის მაქსიმალურად გამოხატვა. თუ თქვენ მას ბოჭავთ, ე.ი. ის თქვენს გვერდით თავს ჯანსაღად ვერ გრძნობს.
  6. შეუქმენით კომფორტი, როდესაც ცხოვრებაში ცუდი პერიოდი აქვს: როგორც წესი, მამაკაცებს ნამდვილად არ სურთ ხოლმე გაჩვენოთ, ცუდი პერიოდი აქვს თუ უჭირს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი ზედმეტი ყურადღება და მხარში დგომა არ მისცემს ძალას, გაუმკლავდეს რთულ დროს.
  7. იყავით მისი ძალა: თუ თქვენ აგრძნობინებთ, რომ მის გვერდში ხართ ნებისმიერ სიტუაცაში თუ ცხოვრებისეული პრობლემების დროს, შეყვარებული მამაკაცი თავს ბევრად ძლიერად და თავდაჯერებულად იგრძნობს.
  8. არ დაუმალოთ: მინიშნებებს ყოველთვის სჯობს სათქმელის თავისუფლად გამოხატვა და თავისუფალი ურთიერთობები. დაე, იცოდეს რა გსურთ.
  9. ნუ იქნებით მშიშარა: ურთიერთობებს  შიში ახლავს და ეს ბუნებრივიც კია. ხშირად გაურკვეველი ეჭვები სისულელეა და უსაფუძვლო კამათს იწვევს.
  10. გამოაცოცხლეთ ურთიერთობა: მათ ნამდვილად სურთ  მრავალფეროვანი ურთიერთობა. თუნდაც იმიტომ,  რომ სიახლეებით სავსე ურთიერთობა მეტად ეფექტური და საინტერესოა.
  11. თანადგომა და პატივისცემა: არცერთი ურთიერთობა არ შედგება, თუ წყვილს შორის ურთიერთგაგება და პატივისცემა არ იქნება.
  12. პატარ-პატარა სიგიჟეები: გააცინეთ. მაშინაც კი, თუ არ არის განწყობა.
  13. გაიზიარეთ მისი ინტერესები: სცადეთ, მოგეწონოთ ის, რაც იზიდავს მას და ნახავთ, რომ მას მეტად ეყვარებით.