მთავარი რჩევები “ეფექტური დიეტა მჭირდებოდა, ამიტომ ინტერნეტში ძებნა დავიწყე. საბოლოოდ ვიპოვე 3 დღიანი კვერცხის დიეტა და როგორც ეწერა, მართლაც 3 კილო დავიკელი.”

“ეფექტური დიეტა მჭირდებოდა, ამიტომ ინტერნეტში ძებნა დავიწყე. საბოლოოდ ვიპოვე 3 დღიანი კვერცხის დიეტა და როგორც ეწერა, მართლაც 3 კილო დავიკელი.”

by guramus

აღნიშნული 3 დღიანი დიეტა დაგეხმარებათ დაიკლოთ 3 კილოგრამი . თუ ფორმაში სწრაფად ჩადგომა გსურთ და დრო არ გაქვთ დაიცვათ გრძელვადიანი დიეტები, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვის არის.

გაითვალისწინეთ, რომ დიეტის პერიოდში აუცილებელია შეამციროთ ან საერთოდ ამოიღოთ რაციონიდან მარილი, შაქარი, სწრაფი კვების პროდუქტები, ცხიმიანი და შემწვარი საკვები.

პირველი დღე

დილით – 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 2 ცალი პომიდორი და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.

შუადღით – 2 ცალი კვერცის ცილა, 120 გრ მოხარშული თევზი და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.

საღამოს – მოთუშული სტაფილო, ბროკოლი, ბარდა და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.

მეორე დღე

დილით – 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ცალი ბანანი და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.

შუადღით – 2 ცალი კვერცხის ცილა, 120 გრ მოხარშული ქათამი (კანგაცლილი) და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.

საღამოს – 1 ცალი ორცხობილა, 120 გრ ნაღების ყველი და 1 ფინჯანი ნაკლებცხიმიანი რძე უშაქროდ.

მესამე დღე

დილით – 2 ცალი კვერცხი და 1 ფინჯანი პომიდვრის წვენი.

შუადღით – 2 ცალი კვერცხის ცილა, 120 გრ მოხარშული საქონლის ხორცი და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.

საღამოს – 2 ცალი შემწვარი კარტოფილი, სალათის ფოთოლი და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.