მთავარი საკითხავი როგორ გავამყაროთ ურთიერთობა? (10 მარტივი ხერხი)

როგორ გავამყაროთ ურთიერთობა? (10 მარტივი ხერხი)

by guramus

არ იცით, უფრო მეტად როგორ მოაწონოთ მამაკაცს თავი? ჩვენ რამდენიმე საინტერესო ხერხს შემოგთავაზებთ, შედეგში კი თავად დაწმუნდებით.

  1. დატოვეთ კითხვის ნიშნები: ყველა საკითხი, რომელიც შეიძლება რომ წყვილს შორის წარმოიშვას, არის ინტიმური და თავის მხრივ, საინტერესო. არასოდეს გამოამჟღავნოთ საკუთარი თავი ბოლომდე. იყავით, ის ვინც რეალურად ხართ, ნუ ითამაშებთ, მაგრამ დატოვეთ კითხვის ნიშნები. მამაკაცების დიდ ნაწილს გაურკვევლობა უფრო მეტად იზიდავს.
  2. სხეულის ენა: ეცადეთ, რომ სათქმელის უმეტესი ნაწილი სხეულის ენით გადმოსცეთ და ნაკლები ილაპარაკოთ. ეს ბევრად ინტიმურია.
  3. ილაპარაკეთ თავდაჯერებულად: მაშინაც კი, როცა თავადაც არ ხართ ბოლომდე დარწმუნებული, ილაპარაკეთ დამაჯერებლად. მამაკაცებს ნამდვილად მოსწონთ თავდაჯერებული და ჯიუტი ქალები.
  4. იყავით ყურადღებიანი: გონებიდან ნუ ამოგივარდებათ, რომ მამაკაცებს ყურადღება ისევე მოსწონთ, როგორც თავად თქვენ. ამიტომ, მისწერეთ თუნდაც ერთი ესემესი, მოიკითხეთ ან უთხარით, რომ უკვე მოგენატრათ.
  5. ხშირად შეეხეთ: რაც შეიძლება ხშირად შეეხეთ მსუბუქად და საგრძნობლად, ნებისმიერ სიტუაციაში. სხეულის ენა თავის სათქმელს ნამდვილად იტყვის.
  6. ნუ გაუფუჭებთ ხასიათს: პატივი ეცით მის განცდებს. თუ ის მოწყენილია, აჩვენეთ, რომ მასთან ხართ და თუ ხედავთ, რომ საუკეთესო ხასიათზეა, უბრალოდ, მასთან ერთად გაიღიმეთ.
  7. უთხარით, რომ მისი გჯერათ: არ არსებობს მამაკაცის ის კატეგორია, ვისაც არ სურს საყვარელი ქალისგან დადებითი შეფასებების მოსმენა. ეს ნამდვილად ასეა. ხშირად გაუმეორეთ, რომ მას ენდობით და გჯერათ ყველგან, ნებისმიერ სიტუაციაში, ცხოვრების ნებისმიერ მომენტში.
  8. შეისწავლეთ მისი ფანტაზია: გამოარკვიეთ მისი ფანტაზიები როგორც რეალური ცხოვრების მიმართ, ისე სექსუალური ლტოლვისკენ.
  9. უყურეთ ფილმებს მასთან ერთად: როგორც კი თავისუფალ დროს გამოძებნით და განმარტოებას დააპირებთ, შესთავაზეთ რაიმე საინტერესო დრამის ერთად ყურება. ცხოვრებისეულ, ბუნებრივ მომენტებზე ყურადღების გამახვილება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
  10. წინასწარ არაფერი დაგეგმოთ: იყავით სპონტანური. არასოდეს იცოდეს, რა სიგიჟეს უნდა ელოდოს თქვენგან. ეს მეტად საინტერესოა.