კარტოფილი ყველას გვიყვარს. ალბათ არ მოიძებნება დიასახლისი, რომელსაც თავის ინგრედიენტებში კარტოფილს არ შეიყვანს.
გთავაზობთ ამ მართლაც გემრიელი ბოსტნეულის დიეტას, რომელიც ნამდვილად გემრიელია და შედეგი კარგი აქვს. 3 დღეში შესაძლებელია 3 კილოგრამის დაკლება.
ამ დიეტის დაცვა ყველაზე კარგი კარტოფილის მოსავლიანობის დროს არის, რადგან ამ პერიოდში აქვს მას ყველაზე მაღალი ენერგეტიკული ღირებულება.
დიეტის მეორე ინგრედიენტი, კეფირი კი საჭმლის მომნელებელ სისტემას ასტიმულირებს და ხელს უწყობს ცხიმების წვას.
პირველი დღე
საუზმე: 1 მოხარშული უმარილო კარტოფილი, 200 მლ უცხიმო კეფირი.
სადილი: 2 გამომცხვარი კარტოფილი (ოდნავ მარილიანი), უშაქრო მწვანე ჩაი.
ვახშამი: 2 ჭიქა უცხიმო კეფირი ან სასმელი იოგურტი დანამატების გარეშე.
მეორე დღე
საუზმე: 200 მლ კეფირი
სადილი: 2 გამომცხვარი კარტოფილი (ოდნავ მარილიანი), უშაქრო მწვანე ჩაი.
ვახშამი: 1 უმარილო კარტოფილი, 200 მლ უცხიმო კეფირი.
მესამე დღე
საუზმე: 1 უმარილო კარტოფილი
სადილი: 1 უმარილო კარტოფილი, 200 მლ უცხიმო კეფირი.
ვახშამი: 200 მლ კეფირი