მთავარი საკითხავი 10 უმძიმესი ფილმი ჯვარცმაზე, რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა ნახოს

10 უმძიმესი ფილმი ჯვარცმაზე, რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა ნახოს

by guramus

მძიმე კვირების დაწყებასთან ერთად, მსგავსი სახის თემისადმი ინტერესიც იზრდება და სხვა თემები უკანა პლანზე გადაინაცვლებს ხოლმე. კინოს განვითარებასთან ერთად იზრდება , იმ ფილმების რიცხვი, რომლებიც მსგავს თემას გვაჩვენებენ ეკრანებზე. დღეს თავი მოვუყარეთ შედარებით ცნობილ და წარმატებულ ეკრანიზციებს, რომლის ყურებაც ქართველ მაყურებლებს არ ბეზრდება.

 

წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო ფილმს, რომელიც ამ თემაზე კაცობრიობას გადაუღია

 

1.ქრისტეს ვნებანი

მელ გიბსონის საუცარი სურათი, რომელშიც ყველაფერი სტაბილურ დონეზეა.ქასტი, გადაღება და სცენარი საოცარ იდილიას ქმნის, რამაც განაპირობა მისი შემოსავლიანობა. რელიგიურ თემაზე გადაღებულ ფილმებთან ყველაზე შემოსავლიანი ფილმია.

“შეუნდეთ მათ, რამეთუ არ იციან რას იქმან”

2. სასწაულმოქმედი

ეს ანიმაცია რუსებისა და ბრიტანეთის თანაშრომლობით შეიქმნა. მასში არის ასახული რწმენის ძალა, რომელიც მნახველს  გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.

3. იესო (1999)

ევროპული ეკრანიზაცია, რომელიც გადაიღო როჯერ იანგიმ. მსგავსი თემატიკის ბიოგრაფიული ფილმია, რომელშიც გადმოცემულია ქრისტეს ცხოვრება.

4. იესო ნაზარეველი (1977)

სამი ეპიზოდისგან შემდგარი მინი-სერიალი, რომელშიც ძალიან ხარისხიანად არის გადმოცემული იესოს ცხოვრება.იტალიისა და ბრიტანეთის თანამშრომლობით შექმნილი სურათი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

5.იესო ქრისტე სუპერვასკლავი (1973)

მუსიკალური ფილმია, რომელშიც იგივე თემაა ასახული. იდიალური მიუზიკლი და როკ-ოპერა, რომელზე უკეთესს ალბათ ვერც გადაიღებენ.

6. უდიდესი ამბავი, რომელიც თქმულა

იგივე თემაა აღწერილი, თუმცა მისი ხილვა არ იქნება ურიგო , რადგნაც ხარისხიანი ეკრანიზაციაა.

“უფალ ჩემო, ასე რატო მიმატოვე , მე ცოდვილი ?”

7. ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება

მარტინ სკორსეზეს ბიბლიური თემის ფილმი, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მასში ცნობილი მსახიობი ვილიამ დეფო მონაწილეობს.

8. მარიამი, იესოს დედა (1999)

კევინ კონორის ფილმი, რომელშიც ცნობილი ვარსკლავი ქრისტიან ბეილი მონაწილეობს მთავარ როლში.”მარიამი იესოს დედა “გადაღებულია 1999 წელს ბიბლიურ ფილმად, რომელიც ხელმეორედ ჰყვება იესოს დედის, მარიამის თვალით დანახულ იესოს ისტორიას.

9. ღვთისშვილი (2004)

ძალიან კარგი ეკრანიზაციაა, რომელიც ბევრ მნახველს მოეწონა, თუმცა მასში ჩვეულებრივად გადმოცემულია იესოს ცხოვრება,უბრალოდ სხვა მსახიობებია და სხვა პიროვნების გადაღებულია – მასში ახალი არაფერ არ არის, თუმცა ვისაც ნანახი არ გაქვთ, აუცილებლად ნახეთ.

10.ღვთიური შობა (2006)

ფილმი მოგვითხრობს ღვთისმშობელი მარიამის და იოსების მძიმე მოგზაურობის შესახებ, მას შემდეგ, რაც ისინი ნაზარეთიდან განდევნეს. მოგზაურობის დროს ისინი ბედმა არაერთხელ გამოსცადა. მათი გზა მთავრდება ბეთლემში, სადაც იესო დაიბადა.

“ერთი ოჯახი, ერთი მოგზაურობა. ერთი ჩვილი… რომელსაც სამყაროს შეცვლა სამუდამოდ ძალუძს.”

D.T.