მთავარი საკითხავი როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი ტანსაცმლის ფერის მიხედვით?

როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი ტანსაცმლის ფერის მიხედვით?

by guramus

ოდესმე გიფიქრიათ, რას შეიძლება ნიშნავდეს თქვენი ტანსაცმლის ფერი და ერთი კონრეტული ფერისადმი მუდმივი ინტერესი?

ფსიქოლოგებმა შემდეგი დასკვნები გაგვიზიარეს.

თეთრი: თუ თქვენ თეთრი ფერის ტანსაცმელი გიყვართ, ეს ნიშნავს, რომ ბუნებით შემოქმედი ადამიანი ხართ. აუცილებელი არ არის, ხელოვნებასთან რაიმე ტიპის კავშირი გაგაჩნდეთ, თქვენი კრეატიული ხასიათი ცხოვრების ყოველდღიურ დეტალებში იჩენს თავს.

შავი: თუ თქვენ იმ უამრავი ადამიანის სიის ნაწილი ხართ, ვინ შავ ფერს აღმერთებს, ეს ნიშნავს, რომ ხართ გამბედავი, არ გეშინიათ რისკების და ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილებების.

ნაცრისფერი: ადამიანები, რომელთაც ნაცრისფერი უყვართ, მერყევი ხასიათის ადამიანები არიან და ფსიქოლოგები ურჩევენ მათ, მეტი უმუშაონ საკუთარ თავზე.

ყავისფერი: ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ, ყავისფერის მოყვარული ადამიანები საიმედონი და მოწესრიგებულნი არიან.

წითელი: თუ თქვენს გარდერობში სიწითლეს ამჩნევთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ძლიერი პიროვნება ხართ, დამოუკიდებელი და რისკიანი.

იისფერი: თუ თქვენ იისფერი გიყვართ, ე.ი. საკუთარი თავის ნაკლებად გჯერათ. ფსიქოლოგების დასკვნების მიხედვით, იისფერის მოყვარულები ჩამოუყალიბებელნი არიან და უჭირთ გარემოსთან ადაპტაცია.

ლურჯი: ლურჯი ფერის მოყვარული ადამიანები არიან კარგი მეგობრები. შეუძლიათ თავდადება და რთული სიტუაციების დაძლევა.

მწვანე: მწვანე სამოსი გვეუბნება, რომ ადამიანი მიმნდობი და გახსნილია.

ნარინჯისფერი: თუ თქვენ ნარინჯისფერი მოგწონთ და ცდილობთ გარდერობს დასახელებული ფერი შემატოთ, ე.ი. ფსიქოლოგები თქვენ მიზანდასახულ ადამიანებად გხედავენ.

ყვითელი: ადამიანები, რომელთაც ყვითელი უყვართ, კარგი მსახიობები არიან.  შეუძლიათ საკუთარი განცდების მართვა და სხვებზე ზეგავლენის მოხდენა.