წარმოგიდგენთ იმ წიგნებს, რომლებიც ისე რეალისტურად ასახავს მოვლენებს, თითქოს მართლაც რეალობა იყოს. კითხულობ და თანდათან ცრემლები გიბინდავს მხედველობას. პერსონაჟები, ისტორიები შენი სულის დელიკატურ ადგილებს ეხება, დასრულების შემდეგ კი იაზრებ, რომ ისეთი რამ გამოცადე, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელია.
1. If I Stay – Gayle Forman

მია ისეთ ოჯახში იზრდება, როგორზეც ყველა ვოცნებობთ. ერთ დღეს კი ავტოავარიის შემდეგ მისი ცხოვრება იცვლება. ახლა უნდა გადაწყვიტოს, ცოცხალი დარჩეს თუ თავის საყვარელ ადამიანებთან იყოს სამუდამოდ. საავადმყოფოში ყოფნის დროს ახსენდება წარსული, ოჯახი, მეგობრები. აქამდე ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა მაგრამ რა იქნება ამჯერად…
2. The Book Thief – Markus Zusak

წიგნში აღწერილია 1939 წლის იანვარში გერმანიაში მიმდინარე მოვლენები. სიკვდილის აჩრდილი აქამდე არასოდეს არ ყოფილა ასეთი რეალური. 9 წლის ლიზელი მისთვის გაურკვეველ სიტუაციაში ხვდება, სიკვდილთან პირველი შეხვედრა კი მის ძმას უწევს. ნამდვილად გასაოცარი ისტორიაა.
3. The Lovely Bones – Alice Sebold

მოთხრობა იწყება შემდეგი წინადადებით: 14 წლის ვიყავი, როდესაც მომკლეს. ეს საკმაოდ ლამაზ ტონში გადმოცემული ტრაგიკული ისტორიაა. ნაწარმოებში ჩანს ოჯახი, რომელმაც დანაკარგი განიცადა და გოგონა, რომელიც სიკვდილს არ ეგუება. წიგნი სავსეა მძიმე მომენტებით, ემოციებითა და გრძნობებით.
4. War Horse – Michael Morpurgo

პირველი მსოფლიო ომის დროს ცხენი სახელად ჯოი არმიას მიყიდეს. ჯარისკაცები მასზე ადამიანივით ზრუნავენ, მაგრამ დგება დრო როდესაც ჯოი უკან თავის ფერმას უნდა დაუბრუნდეს. ნაწარმოები კარგად გადმოცემს ომის აბსურდულობას, მეგობრობასა და ერთგულებას.
5. Tuck Everlasting – Natalie Babbitt

ვინი ფოსტერი, ათი წლის გოგონა ოჯახისგან შორს გაქცევაზე ფიქრობს და მიდის ტყეში, სადაც წარმოდგენა არ აქვს რა ელოდება- მაგიური გაზაფხული, მისტიური ოჯახი და რთული გადაწყვეტილება.
6. Finding You – Marc Levy

სიუზანი და ფილიპი ბავშვობის მეგობრები არიან. პატარაობაში მათ ერთად ყოფნა გადაწყვიტეს, თუმცა სიუზანის მშობლების სიკვდილი მასში ბევრ რამეს ცვლის, გადაწყვეტს ხალხს დაეხმაროს. ის ტოვებს ყველაფერს და ქაოსიდან შორს მიდის საცხოვრებლად.
7. A Wrinkle in Time – Madeleine L’Engle

ოჯახს უცნაური ადამიანი სტუმრობს, რომელიც მათ საინტერესო თავგადასავალში ჩაითრევს. ძმის გადასარჩენად მეგიმ უცხოპლანეტელს უნდა დაუმტკიცოს რომ უყვარს ის.
8. The Spark of Life – Erich Maria Remarque

ცხოვრებაში არაფერი გვაქვს დასაკარგი. მხოლოდ სიყვარული და სიამოვნება დგას განადგურების პირას. მომავალი არ არსებობს, სიკვდილი აბსტრაქცია კი არა გარდაუვალი რეალობაა, თუმცა ცხოვრება გრძელდება.
9. The Velveteen Rabbit – Margery Williams

კურდღელი პატარა ბიჭის საშობაო საჩუქარია. ის თითქოს უჩინარია ამდენი თანამედროვე სათამაშოს ფონზე. ყველაზე ბრძენი და ხანდაზმული სათამაშო ეტყვის მას, რომ ნამდვილი მხოლოდ მაშინ გახდება როდესაც ეყვარებათ. სწორედ აქ განიცდით რეალურ მაგიას.
D.T.