თავიდანვე გაფრთხილებთ მამაკაცებო, ქალთან ურთიერთობის კონფლიქტით დასრულებას არ გირჩევთ, რადგან არავინ არის ამქვეყნად მიტოვებულ და გაავებულ ქალზე უფრო საშიში. განსაკუთრებით თუ იგი უბოდიშოდ და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიატოვეთ.
ასტროლოგების აზრით, მამაკაცი განსაკუთრებით ამ სამი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალებთან უნდა იყოს ფრთხილად. თუ გადაიმტერებთ, მთელი არმიაც კი ვერ დაგიცავთ.
3. ვერძი – პირველ პაემანზე ნაზი და უმწეო მოგეჩვენებათ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მას პლანეტა მარსი მართავს. ამიტომ არ ღირს ვერძი ქალის გადაკიდება. ალბათ დიდი დრო გავა, სანამ თქვენს ორპირობას ამოიცნობს და თქვენში ნაკლს დაინახავს (რადგან ვერძი ქალი ბუნებით ძალიან კეთილი და გულუბრყვილოა), მაგრამ საბოლოოდ მაინც გამოგიჭერთ და აი, აქ კი თავს ვერ დაიძვრენთ.
ჩათვალეთ, თუ ქალი ვერძი განრისხდა, არც სამსახურში გამოგაყოფინებთ თავს და არც სხვა თავშეყრის ადგილებში მოერიდება თქვენთან შებრძოლება. ბრძოლაში კი შანსები მინიმალური გაქვთ.
2. კირჩხიბი – ერთი შეხედვით ნაზი, ჩუმი დამყოლი კირჩხიბი საშინელი მტერი შეიძლება გახდეს. მამაკაცები ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ კირჩხიბს უსაზღვრო მოთმინების უნარი აქვს. თუ ზომაზე მეტს მოითხოვთ მისგან, კირჩხიბი აუცილებლად დაგეგმავს საშინელ გეგმას.
გაითვალისწინეთ, იგი ვერძივით ცეცხლოვანი არ არის და ღიად არ დაგიპირისპირდებათ. ცივი გონებით დაგეგმილ თქვენი განადგურების სცენარში მერწმუნეთ, საშინელი აღსასრული გელოდებათ.
1. მორიელი – დამსახურებული ადგილი უჭირავს სამეულში, რადგან განსაკუთრებულად საშიშია. თუმცა ძალიან განსხვავდება ვერძისგან და კირჩხიბისგან. იგი არც იმპულსურად გადაგეკიდებათ და არც სამუდამოდ ამოგიჩემებთ. მორიელისთვის რაღაც სერიოზულ ნაძირალად უნდა გადაიქცეთ, რომ თქვენზე გაბრაზდეს.
გაბრაზება კი ნამდვილად ორიგინალური იცის. მორიელი ქალი ისეთ სცენარს დაგეგმავს და სისრულეში მოიყვანს, რომ ნებისმიერ ჰოლივუდის სცენარისტს აღაფრთოვანებს. თან რაც ყველაზე მთავარია, თუ ვერძსა და კირჩხიბს გულწრფელი ბოდიშით ან თავის შეცოდებით აუჩუყებთ გულს, მორიელი თქვენს ამგვარ მცდელობას სფინქსის სიმშვიდითა და ნებისყოფით შეხვდება. მოკლედ, ბოლომდე ამოგთხრით და არც არასოდეს ინანებს ამ საქციელს.