მთავარი საკითხავი 20 ცნობილი ციტატა სახლზე, რომლებიც დაგაფიქრებთ და გაგახსენებთ, თუ რამდემად მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანისთვის საკუთარი სახლი ????

20 ცნობილი ციტატა სახლზე, რომლებიც დაგაფიქრებთ და გაგახსენებთ, თუ რამდემად მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანისთვის საკუთარი სახლი ????

by guramus

15 ცნობილი ციტატა სახლზე, რომლებიც დაგაფიქრებთ და გაგახსენებთ თუ რამდემად მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანისთვის საკუთარი სახლი ????

1. სახლი, რომელშიც ბედნეირება სუფევს, შეუძლებელია არ იყოს მყუდრო – ო’ჰენრი
2. რა ძვირფასია შენთვის ის სახლი, სადაც შენი საყვარელი ადამიანი სუნთქავს..  – მიხეილ ჯავახიშვილი
3. ”თქვენ ვერ მიხვდებით, რას ნიშნავს თქვენი სახლი.. გარეთ უნდა გახვიდეთ და ბევრჯერ უნდა დაიკარგოთ, ვიდრე ზუსტად შეძლებთ იმის დაფასებას, რაც გაქვთ.” – სელმა ლაგერლეფი
4. ერთადერთი ადგილი სადაც გელოდებიან, შენი სჯერათ, უყვარხარ, გპატრონობენ, არასოდეს მოგატყუებენ, გულს არ გატკენენ და ზრუნავენ შენზე, ეს არის სახლი სადაც შენი მშობლები ცხოვრობენ…. და რა ბედნიერია ის ადამიანი ვისაც ასეთი სახლი გააჩნია . . .  – ოთარ ჭილაძე
5. “დედის სახლი სამოთხის ადგილია, სადაც საათი მუდამ ჩვენი ბავშვობის დროს უჩვენებს” – ოთარ ჭილაძე
6. სახლი კი მხოლოდ იმ ადგილს ნიშნავს,სადაც სხეული ეშვება ხოლმე, ვით სულის ღუზა – ოთარ ჭილაძე
7. ,,სახლი იქაა, სადაც გული გულობს!..” – ჯონ გრინი
8. “რა საამურია სახლში ჯდომა, როცა სახურავზე წვიმის წვეთების კაკუნი ისმის და იცი, რომ შენს სახლში მოსაწყენი და მძიმე ადამიანები არ არიან.” – ანტონ ჩეხოვი
9. “ყველა ბინას თავისი სუნი აქვს და ვერც გაიგებ რისგან. ეს არც რაიმე კერძის სუნია და არც რაიმე სუნამოსი; საერთოდ, ეშმაკმა უწყის, რისია, ოღონდ კარს შეაღებ თუ არა, ხვდები რომ საკუთარ სახლში ხარ…”  – ჯერომ სელინჯერი
10. მე რომ მკითხო, ბროლის კოშკს მიწური ფაცხა მირჩევნია, შიგ შუაცეცხლი გენთოს და ელოდე ვინმეს, . . ელოდე მოუთმენლად, გინდოდეს მისი მოსვლა. . . – ოტია იოსელიანი
11. “ღარიბები ვიყავით, მაგრამ სიცოცხლით სავსე სახლი გვედგა.” – გ. რაზიკაშვილი
12. ადამიანს მშობლიურ სახლში გატარებული ბავშვობის მოგონებებზე უფრო ძვირფასი არაფერი გააჩნია. ეს ყოველთვის ასეა, თუკი ოჯახში მცირედი სიყვარული და თანხმობა მაინც სუფევს.” – ფიოდორ დოსტოევსკი
13. შენი სახლი ყოველთვის ბარაქით სავსე იქნება, თუკი მოწყალებას გასცემ – არაბული ანდაზა
14. ბედნიერია ის, ვინც ბედნიერია საკუთარ სახლში  – ლევ ტოლსტოი
15. “ბედნიერება სწორედ იმ სახლში შედის, სადაც კარგი განწყობა სუფევს.” – ლევ ტოლსტოი
16. ღარიბის სახლში ღმერთი მეტია! – ოთარ ჭილაძე
17. “თითქოს მღერის მიტოვებული სახლი. არ ემღერება, მაგრამ გულში მაინც მღერის.ეს სიმღერა სიმარტოვის სიმღერაა, ანდა მოლოდინის. ჰო, ჰო, უფრო მოლოდინის. მიტოვებული სახლი ხომ ქმრისგან მიტოვებულ ქალსა ჰგავს, ჩამოღამებულ, ხელ- მხარჩამოყრილ დარდიან ქალს, რომ არ ეკადრებოდა და მაინც მიატოვეს. უკაცობით ჩამოტყდა გულთაბოძი. როგორც სახლის გულთაბოძი ტყდება ხოლმე, ისე მიტოვებული ქალის გულთაბოძი ტყდება უკაცობით, მაგრამ გულისგულში მიტოვებული სახლის გულისგულიც მღერის მოლოდინის სიმღერას და მიტოვებული ქალისაც. სიჩუმეზე უფრო ჩუმია და იმედზე უფრო იმედიანი, მოლოდინის სიმღერა…” – გოდერძი ჩოხელი
18. “მსოფლიოში ორი ადგილია, სადაც თავს ბედნიერად იგრძნობ: შენი სახლი და პარიზი” – ერნესტ ჰემინგუეი
19. “საკუთარი კერა ოქროზე ძვირფასია!” – ერიხ მარია რემარკი
20. „ყველა სახლი ყინულია, მამის სახლის გარდა…“ – ბესიკ ხარანაული