ყველა ქალი ელოდება იმ ერთადერთის გამოჩენას, რომელიც მისთვის ნამდვილი პრინცი იქნება. თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცის სტერეოტიპი საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. ერთად გავარკვიოთ, როგორ მამაკაცს გულისხმობენ ქალები პრინცში.
ვერძი – იზიდავს ათლეტური სხეულის მამაკაცები. გარეგნობასთან ერთად ვერძისთვის აუცილებელია მამაკაცს იუმორის კარგი გრძნობა ჰქონდეს
კურო – იზიდავს ჩამოყალიბებული, შემდგარი მამაკაცები. ქალმა კურომ მაქსიმალური კომფორტი უნდა იგრძნოს მამაკაცთან
ტყუპები – იზიდავს განათლებული მამაკაცები. ტყუპებისთვის ასევე მნშვნელოვანია მამაკაცი საინტერესო მოსაუბრე იყოს
კირჩხიბი – იზიდავს მკაცრი, ოდნავ უხეში მამაკაცები. კირჩხიბი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ფიქრობს, რომ ოჯახში მამაკაცი პირველ ადგილზეა.
ლომი – ლომ ქალს ცნობილი, ყველასთვის პატივსაცემი მამაკაცები იზიდავს.
ქალწული – თუ თქვენ მოწესრიგებული, წინდახედული და გონიერი ბრძანდებით, ქალწულ ქალს აუცილებლად მოაწონებთ თავს
სასწორი – შინაგან სამყაროსთან ერთად, სასწორი ქალი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს მამაკაცის ვიზულს, შეხედულებას.
მორიელი – სექსუალური, ვაჟკაცური, ძლიერი ხასიათის მამაკაცები ახერხებენ მორიელი ქალის გულის ადვილად მოგებას
მშვილდოსანი – ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის აუცილებელია მამაკაცი მასავით “თავზეხელაღებული” და თავგადასავლების მოყვარული იყოს
თხის რქა – ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ოჯახიშვილობა მნიშვნელოვანია. ასევე ის დიდ ყურადღებას აქცევს განათლებას
მერწყული – იზიდავს განსხვავებული აზროვნების, შეხედულებების მქონე მამაკაცები
თევზები – იზდავს ისეთი მამაკაცი, რომელიც მუდამ ოჯახზე ზრუნავს