მთავარი საკითხავი როგორ მოვიზიდოთ ოჯახში ბარაქა და კეთილდღეობა

როგორ მოვიზიდოთ ოჯახში ბარაქა და კეთილდღეობა

by guramus

ყველა ადამიანს სურს ოჯახში ბარაქა და კეთილდღეობა ჰქონდეს.

ბევრს სჯერა, რომ კეთილდღეობისა და ენერგიის მოზიდვაში საკუთარი ხელით დამზადებული თილისმები დაგვეხმარება. ჩვენს მიერ დამზადებული თილისმები სამზარეულოს კუთხეში უნდა მოვათავსოთ, რადგან სწორედ იქ გროვდება ყველაზე მეტი ნეგატიური ენერგია.

 

თქვენთვის ცნობილი იქნება, რომ მცენარე ალოე სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. იგი ხელს უწყობს იარის შეხორცებას. გარდა ამ გასაოცარი თვისებისა, იგი იცავს ოჯახს ნეგატივისგან და ხელს უწყობს ოჯახში დადებითი ენერგიის შემოდინებას. ალოე ასევე აგარიდებთ სახლში არასასიამოვნო სტუმრებს.

შეიძლება თქვენ არ გიყვართ ხახვი, ნიორი ან წიწაკა მაგრამ, ისინი სახლის დამცავებად მიიჩნევა. ისინი შეგიძლიათ ძაბით დააკავშიროთ და სამზარეულოში დაკიდოთ.

სიმდიდრის მოზიდვაში ცოცხლი დაგეხმარებათ. თუ მას ტარით დაბლა დადებთ, სიმდიდრესა და ფინანსურ კეთილდღეობას მიიზიდავს.

და ბოლოს, მზესუმზირა – იგი ოჯახში სიხარულისა და ბედნიერების შემომტანია.