მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს ნიშნის ქალები, რომელთაც ყველაზე მტკიცედ და ხანგრძლივად უყვარდებათ

ზოდიაქოს ნიშნის ქალები, რომელთაც ყველაზე მტკიცედ და ხანგრძლივად უყვარდებათ

by guramus

მსგავსად მამაკაცებისა, ქალების გარკვეული ნაწილი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის ერთგულებითა და სტაბილური ურთიერთობით. მათი ხასიათის ბუნებიდან გამომდინარე, მუდმივად იცვლიან პარტნიორებს და ხანგრძლივი ურთიერთობები აშინებთ.

ასტროლოგების აზრით, ერთგულების უნარი, მსგავსად სხვა თვისებებისა, ზოდიაქოს ნიშანსა და მის მმართველ პლანეტას უკავშირდება.

ასტროლოგებმა ზოდიაქოს ნიშნები დაყვეს სამ ჯგუფად:

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც გამოირჩევიან ხანგრძლივი ურთიერთობით – ამ ჯგუფში თევზები, თხის რქა, კურო და ქალწული მოხვდნენ. აღნიშნული ზოდიაქოების ნიშნით დაბადებული ქალები ყველაზე ერთგულები არიან.

თავიდან ძალიან უჭირთ ვინმე შეიყვარონ და გულში ადგილი მიუჩინონ, მაგრამ თუ შეუყვარდათ, ძალიან დიდხანს, შეიძლება სამუდამოდაც კი გაგრძელდეს მათი სიყვარული.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც გამოირჩევიან საშუალო ხანგრძლივობის ურთიერთობით – ამ ჯგუფში მშვილდოსანი, სასწორი, კირჩხიბი და ვერძი ერთიანდებიან.

პირველი ჯგუფისგან განსხვავებით, ამ ჯგუფის წარმომადგენელი ზოდიაქოები დიდად ერთგულებით არ გამოირჩევიან, მაგრამ მეტნაკლებად ინარჩუნებენ პარტნიორებს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც გამოირჩევიან ხანმოკლე ურთიერთობით – ამ ჯგუფში მერწყული, მორიელი, ლომი და ტყუპები ერთიანდებიან. ასტროლოგების აზრით, სწორედ ამ 4 ნიშნის წარმომადგენელი ქალები ტოვებენ პარტნიორებს და ახალი ურთიერთობების საძებნელად ემზადებიან.

მათი აზრით, ზოდიაქოს ამ ნიშნების მთავარი პრიორიტეტი ურთიერთობაში არის ვნება, და თუ ისინი ვერ იღებენ საკმარის ვნებას პარტნიორისგან, სამუდამოდ ტოვებენ მათ.