მთავარი საკითხავი ალბერ კამიუს ცხოვრებისეული ფრაზები

ალბერ კამიუს ცხოვრებისეული ფრაზები

by guramus

ალბერ კამიუს ცხოვრებისეული ფრაზები

1. “ადამიანს ადამიანად მეტწილად უფრო ის აქცევს, რაზეც დუმს, ვიდრე ის, რასაც ამბობს.”

2. ”ზოგჯერ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ დროისა და ფიქრის უქონლობის გამო, არც კი უწყიან რომ უყვართ”

3. „ყველა იჩქარის, სხვა გაკიცხოს, რომ თვითონ განუსჯელი დარჩეს.“

4. “არ არსებობს სულის სიმშვიდე იმედის გარეშე”

5. “დაქორწინდებიან, ცოტა კიდევ უყვართ ერთმანეთი, შრომობენ, იმდენს შრომობენ რომ სიყვარული ავიწყდებათ…”

6. ,,თუ არავის უყვარხართ,ეს უბრალოდ წარუმატებლობაა, თუ არავინ გიყვართ- ეს უკვე უბედურება”

7. ძნელია, აუხსნა სხვას, ვინ ხარ. მაგრამ დრო და დრო იმის თქმას მაინც ახერხებ, ვინ არ ხარ.

8. ” თავისუფლება სხვა არაფერია თუ არა შანსი იმისა, რომ გახდე უკეთესი.”

9. „სამყარო უკეთ რომ შეიცნო, ზოგჯერ მას ზურგი უნდა შეაქციო, ადამიანებს უკეთ რომ ემსახურო, ცოტა ხნით უნდა განმარტოვდე.“

10. “ყელში მოწოლილი ქვითინივით მომეძალა სიყვარულის სურვილი”

11. მოლოდინი არაფერია, თუკი იცი, რომ მოვა.

12. იმ ადამიანებმა, რომლებიც გვიყვარდება, რომ იცოდნენ, როგორები ვიყავით მათთან შეხვედრამდე, მიხვდებოდნენ – დიდწილად თავად შეგვქმნეს.

13. “შემოდგომა ხელმეორე გაზაფხულია, რომლის დროსაც ყოველი ფოთოლი ყვავილია.”

14. “ამქვეყნად დაკარგვაზე ადვილი არაფერია ”

15. – თუ იცით, რა გზას უნდა დაადგეს ადამიანი, სულის სიმშვიდე რომ ჰპოვოს? – თანაგრძნობის გზას.

16. მოლოდინი არაფერია, თუკი იცი, რომ მოვა.

17. განმარტოვება – დიდებულთა ფუფუნებაა.

18. “მამაკაცს ორი ხასიათი აქვს, საკუთარი და ის, რომელსაც ცოლისგან შეიძენს.”

19. “თქმა არ უნდა, რომ ჭეშმარიტი სიყვარული გამონაკლისია: საუკუნეში ერთს ან ორს თუ შეხვდება კაცი. სხვა დანარჩენი კი პატივმოყვარეობა, ან მოწყენილობაა და მეტი არაფერი.”

20. მე მხოლოდ ერთ ვალდებულებას ვიცნობ…და ეს, სიყვარულია…. ალბერ კამიუ