მთავარი საკითხავი ციტატები, რომელთა მნიშვნელობის აღქმას მხოლოდ ჭეშმარიტი მეგობრები შეძლებენ

ციტატები, რომელთა მნიშვნელობის აღქმას მხოლოდ ჭეშმარიტი მეგობრები შეძლებენ

by guramus

არ უსურვოთ მეგობრებს დიდი წარმატება, თუ არ გსურთ მათი დაკარგვა.

ვერავინ გახდება იმაზე სასტიკი მტერი, როგორც შენი ყოფილი მეგობარი.

მხოლოდ მას შეუძლია ყავდეს ნამდვილი მეგობარი, ვინც პირველ რიგში თავისი თავის მეგობარია.

ნამდვილ მეგობარს გასაჭირში შეიცნობ.

ნამდვილი მეგობრის გარეშე ცხოვრება აზრს კარგავს.

ყველა თანაუგრძნობს მეგობრებს წარუმატებლობას და მხოლოდ რამოდენიმეს ახარებს მათი წარმატება.

მეგობარს დიდხანს ეძებენ, რთულად პოულობენ და უფრო რთულად ინარჩუნებენ.

არაფერი არ არის ისეთი მწარე, როგორც ადამიანის დაკარგვა, რომელსაც ნამდვილ მეგობრად თვლიდი.

ჩემთვის მეგობარი ის არის, ვისაც შემიძლია ყველაფერი მოვუყვე.

ჩვენ მეგობრები გვიყვარს სწორედ მათი ნაკლოვანებების გამო.

როგორც აფასებ შენს თავს, ისე დაგაფასებენ მეგობრები.

ვისაც ყავს მეგობრები, არ ყავს მეგობარი.

ყველას მეგობარი არავის მეგობარი არ არის.

მეგობრობა – ეს არის ერთი სული ორ სხეულში.

თუ იძენ ახალ მეგობრებს, არ დაივიწყო ძველების არბსებობა.

მეგობრობა აორმაგებს სიხარულს და ანახევრებს მწუხარებას.

„მეგობარი”- ბევრია, მეგობრობაა ცოტა.

შეუცვლელი არაფერია, უბრალოდ არსებობენ ისეთი ადამიანები ვისი შეცვლაც არ გინდა.

ის ვინც უნაკლო მეგობარს ეძებს, უმეგობროდ დარჩენის საფრთხე ემუქრება.

ადამიანები მტრებს პოულობენ ბევრად სწრაფად, ვიდრე მეგობრებს.

ასეთი მეგობრების გარემოცვაში, მტრის ყოლაც აღარ არის საჭირო.

სიყვარულშიც და მეგობრობაშიც დგება ანგარიშების გასწორების მომენტი.

უჭკუოა ის ვინც სიმდიდრეში მეგობარს დაივიწყებს.

მეგობრობა შენდება წლების განმავლობაში, ინგრევა – წამებში.

მტრების არსებობაზე საშინელი, მეგობრების არ არსებობაა.