მთავარი საკითხავი როგორ შევინარჩუნოთ მკერდი – პრაქტიკული რჩევა ქართველ მანდილოსნებს

როგორ შევინარჩუნოთ მკერდი – პრაქტიკული რჩევა ქართველ მანდილოსნებს

by guramus

მკერდის ლამაზ ფორმაზე გოგონების უმრავლესობა ოცნებოს, გაგაცნობთ უმარტივეს წესებს, რომელთა გათვალისწინებაც მკერდის სილამაზეს შეგინარჩუნებთ.

1 . აუცილებელია ბიუზჰალტერის ტარება, ეს მკერდს იცავს მექანიკური დაზიანებებისაგან

2 . ყოველდღიური შხაპის ან აბაზანის მიღების შემდეგ მკერდზე გრილი წყალი გადაივლეთ, ეს კანის სიმკვრივეს შეგინარჩუნებთ.

3 . ცუდი არ იქნება თუკი მკერდზე (ისევე როგორც სახეზე, ყელზე) წაისვამთ გაყინული სამკურნალო მცენარეების ნაყენს, არ დაივიწყოთ კვირაში ერთხელ მკვებავი ნელსაცხებლისა და ნიღბის გამოყენების შესახებ

4 . ყურადღება მიაქციეთ, როგორ გიჭირავთ ტანი. სიარულისას თავი ასწიეთ და ზურგი სწორად დაიჭირეთ, ასე მკერდი უკეთ ჩანს.

5 . გახსოვდეთ! მკერდისთვის საუკეთესო ვარჯიში – ცურვაა! გრილი წყალი კი – შესანიშნავი კოსმეტიკური საშუალება. ასე რომ აუზი ორმაგ ზემოქმედებას ახდენს. ხელების მოძრაობა განამტკიცებს მკერდის კუნთებს, ხოლო გრილი წყალი – ორგანიზმს და კანსაც გაამკვრივებს.

6 . პლაჟზე არასდროს მიუშვიროთ მკერდი მზის სხივებს, ყველა ქვეყნის მეცნიერი ერთხმად აცხადებს, რომ მზე წლიდან წლამდე სულ უფრო აქტიური ხდება, მკერდი კი ძალიან ნაზია.