სტატიაში გთავაზობთ ინფორმაციას, თუ როტომ ენგრევათ ურთიერთობები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს
ჰაერის ელემენტი
(სასწორი, მერწყული, ტყუპები)
ამ ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები ყველაზე ხშირად ოჯახს ღალატის გამო ანგრევენ. სასწორს, მერწყულსა და ტყუპებს არ შეუძიათ საყვარელ ადამიანს ღალატი აპატიონ. მათ ურჩევნიათ მარტოხელა ან განშორებული ერქვათ და ურთიერთობა დაანგრიონ, ვიდრე მოღალატესთან ერთად იცხოვრონ.
მიწის ელემენტი
(კურო, ქალწული, თხის რქა)
ზოდიაქოს ეს ნიშნები ურთიერთობას ამთავრებენ მაშინ, როდესაც პარტნიორთან საერთოს ვეღარ პოულობენ. კურო, ქალწული და თხის რქა ზოდიაქოს ის ნიშნებია, რომლებისთვისაც პარტნიორში ბევრი საერთოს დანახვა ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია. თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები იგრძნობენ, რომ მას და მის პარტნიორს სხვადასხვა ინტერესები ამოძრავებთ, იმ მომენტიდანვე გაწყვეტენ ურთიერთობას. აღნიშნული განსაკუთრებით ქალბატონებს ახასიათბთ.
ცეცხლის ელემენტი
(მშვილდოსანი, ლომი, ვერძი)
ცეცხლის ელემენტის ზოდიაქოს ნიშნები საყვარელ ადამიანს ვერასდროს აპატიებენ ტყუილს. არ აქვს მნიშვნელობა რა ხარისხისაა ეს ტყუილი. მათთვის ურთიერთობაში მთავარი სიმართლეა, შეიძლება ითქვას, რომ მშვილდოსნის, ლომისა და ვერძის სხვა პარტნიორებთან ურთიერთობა მთლიანად სიმართლეზეა დამოკიდებული. მათი ბუნებიდან გამომდინარე, ზოდიაქოს ეს ნშნები თვლიან, რომ მათ ყველა შემთხვევაში უნდა იცოდნენ სიმართლე.
წყლის ელემენტი
(კირჩხიბი, მორიელი, თევზები)
გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ წყლის ელემენტის ზოდიაქოს ნიშნები თავად არიან ხოლმე ურთიერთობის დამთავრების ინიცატორები. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს: სხვა შეუყვრდათ, ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას ვეღარ ხედავენ, მარტო ცხოვრება უნდათ და სხვა.