ასტროლოგების აზრით, კოსმოსი ყველა ადამიანს აძლევს თანაბარ თვისებებს, როგორც დადებითს, ასევე უარყოფითსაც. თუმცა ზოგიერთი ადამიანი თავის თავში ან ცუდს ავითარებს, ან კარგს.
ის, ვინც ცუდს ავითარებს, ხშირად ეშმაკი, გამჭრიახი და გაიძვერაც კი არის. მოცემულ სტატიაში გთავაზობთ რომელი ნიშნის წარმომადგენლები ჭარბობენ გაიძვერა ადამიანების სიაში. რა თქმა უნდა, ზოგადად კონკრეტული ზოდიაქოს ყველა წარმომადგენელზე არ ვრცელდება.
ტყუპები – საუკეთესო მოლაპარაკეა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შეუდარებელი იარაღი, საკუთარი ენა აქვთ. ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ იპოვონ გამოსავალი და ერთი შეხედვით წაგებული საქმე, შემოაბრუნონ თავიანთ სასიკეთოდ.
ტყუპები “გეგმა B” -ს შემუშავების დიდოსტატია. იგი თავის გადასარჩენად უკან არაფერზე დაიხევს, შეუძლია ყველაზე უკანონო გზებითაც კი იბრძოლოს.
ქალწული – წინდახედული და ფრთხილი გაიძვერაა. მის გონებრივ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, ჭკვიანი და მოქნილია. ქალწულებს შეუძლიათ “თვალიდან ბეწვი ამოუღონ” ნებისმიერს, თანაც ამას გასაოცარი ოსტატობით სჩადიან.
ზედმეტად ანგარებიანი ქალწული არასოდეს დაგთანხმდებათ რაიმეზე, თუ სარგებელს არ ნახავს. მისთვის ვაჭრობა საუკეთესო გასართობია.
მორიელი – ეშმაკივით წინდახედულია. მისი ამ სიაში გამოჩენა რა გასაკვირია. მორიელი ხომ უნივერსალური ნიშანია. ასტროლოგების აზრით, მასში კარგი და ცუდი თვისებები თანაბარი დოზით არის თავმოყრილი. “ყველაზე გულიანები და საყვარლების სამეული” – რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მორიელია. “ყველაზე ცივები და ბოროტები” – ისევ მორიელი. მთავარი კი ისაა, რომ მორიელები მართლაც ასეთები არიან. მათში ყველა თვისებაა თავმოყრილი.
მორიელი გამჭრიახი და კატასავით სიცოცხლისუნარიანია. შეუძლია მარტივად ამოიცნოს გარშემო მყოფთა ზრახვები, ამიტომ ნებისმიერი კომბინაციის გადათამაშებას ახერხებს ისე, რომ მოწინააღმდეგეს გაოცების მეტი არაფერი დარჩენია. მორიელი წესებს არ სცნობს, უფრო სწორად მანამდე სცნობს სანამ ეს წესები მისსავე ინტერესებს არ შეეწინააღმდეგებიან. ამიტომ ამ ხალხისთვის იშვიათად არსებობს რაიმე ტიპის მორალური ან ფსიქოლოგიური ბარიერი და თუკი უკეთურობის ჩადენა გადაწყვიტეს, ასეც იზამენ.