როგორც მამაკაცებში, ისე ქალებშიც არსებობენ ღალატისკენ მიდრეკილი ინდივიდები. მაგრამ თავად მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან, აბსოლუტურად სხვადასხვაა. დღეს მინდა სამ ყველაზე დიდ მექალთანეზე ვისაუბროთ, რომელთა შესახებაც ბევრი ასტროლოგი პირადი პრაქტიკისა და დაკვირვების შედეგად არაერთგზის საუბრობს ასტროლოგიით დაინტერესებულთა შორის…
ტყუპი – თქმა არ უნდა, ერთგული ტყუპიც შემხვედრია პრაქტიკაში… პრინციპში მამაკაცი ტყუპი, იშვიათად განიხილავს ფიზიკურ ღალატს მაინცდამაინც დიდ გმირობად. უფრო მეტიც, იგი ძნელად მიდის ზუსტად ამ ტიპის ღალატზე. თუმცა, მას მოსწონს ჭკვიანი, მრავალმხრივი და კარგად მოსაუბრე ქალები და ამას ვერსად წავუვალთ. ტყუპი გაორებული ნიშანია, ამიტომ მისი მოთხოვნილებებიც ქალებთან მიმართ ხშირად ცდება ერთი, საშუალოსტატისტიკური კაცისთვის დამაკმაყოფილებელ ზღვარს. სამაგიეროდ, თუ თქვენ ისეთი ქალი ხართ, რომელიც საკმარისი დოზითაა სექსუალურიც, განათლებულიც და ანჩხლიც დიდი ალბათობაა იმისა, რომ ტყუპმა მამაკაცმა არასოდეს ან ძალზე იშვიათად გიღალატოთ ოდესმე.
მშვილდოსანი – იდეალისტია, თავქარიანი და ძალზე რომანტიკული. ეს ყველაფერი ერთად კი იძლევა უზომოდ მომხიბვლელ, ქარიზმატულ, მაგრამ ძალიან უპასუხისმგებლო და უმართავ მამრს. მას თავისი ნიშნის სიმბოლო კენტავრივით სურს ცხოვრების დიდი ნაწილი (თუ მთლად სიბერემდე არა) უსაბელოდ, უუნაგიროდ და ზედმეტი ვალდებულებების გარეშე გაატაროს. მშვილდოსანს ქალები უყვარს, ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. მაგრამ ცუდი ისაა, რომ ქალებს უფრო მეტად უყვართ მშვილდოსანი მამრი მისი მხიარული ბუნების, კარგი იუმორის გრძნობისა და ოპტიმიზმის გამო. ერთადერთი გზა საიმისოდ, რომ ეს კაცი დიდი ხნით შეინარჩუნოთ, მის თავისუფალ კუნტრუშზე თვალების დახუჭვაა. თუკი მან თავი თქვენ გევრდით ბორკილდადებულ ულაყად არ დაიგულა, აუცილებლად დაბრუნება თქვენთან ყოველი მორიგი ჭენების შემდეგ.
თევზები – ხათრიანია, აი ეს არის ის, რაც ყოველთვის ღუპავს. ერთი შეხედვით იმდენად მიამიტი და უენო ჩანს, შეიძლება მისმა ცოლმა ისიც კი იფიქროს, რომ მას ღალატის არათუ მცდელობა თავად ამ ფაქტის შესახებ ფიქრიც კი ეზარება. მაგრამ ნუ მოგატყუებთ თევზი კაცის ანგელოზიური ღიმილი და მშვიდი სახე. იგი ძალზე ხშირად ხდება აქტიური და მონადირე ქალების ხელში კარგი ნადავლი. შესაბამისად, საიმისოდ, რომ თქვენმა თევზმა სხვის აკვარიუმში არ გადაცუროს, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა და ზრუნვაა საჭირო.