ნებისმიერ ჩვენგანს ახასიათებს კონკრეტული ხასიათის თვისებები, ნეგატიურიც და პოზიტიურიც, რომელიც ხშირად ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე გვაქვს გამოხატული. არსებობს კონკრეტული თვისებები, რაც სხვებში საშინლად გვაღიზიანებს.
ასე მაგალითად ვერძი ვერ იტანს, როცა ვინმე ცდილობს მისთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევას, არაორგანიზებულ და ზოზინა ადამიანებს და ხალხს, ვინც ხშირად მიმართავს მას დახმარების სათხოვნელად.
კუროს აღიზიანებს ჭკუის სწავლება, როცა აიძულებენ აჩქარდეს და ხალხი, ვისაც ცუდი სუნი ასდის სამოსიდან.
ტყუპი ვერ იტანს, როცა ვინმე ცდილობს მას ლაპარაკში აჯობოს, ადამიანებს, ვისაც ბევრი ყოყმანი სჩვევიათ და ხალხს, ვინც მას საკუთარ ნაკლოვანებებზე (თუნდაც სამართლიანად) უთითებს.
კირჩხიბი ძალიან ბრაზდება, როცა ვინმე გამუდმებით სთხოვს რჩევას ან დახმარებას, მას ძალიან აღიზიანებს ამპარტავნება და ხალხი ვინც საკუთარ სახლს არ უვლის.
ლომი მოთმინებიდან გამოჰყავს ტყუილს, ხალხს, რომელიც გამუდმებით ცხოვრების მუხანათობაზე წუწუნებს და მეწვრილმანეობას.
ქალწული ცოფდება, როცა ადამიანი უსუფთაოდ გამოიყურება, მის პატივისცემას უცებ დაკარგავთ, თუკი ბინძური ფეხსაცმელები გაცვიათ ან არასტუმართმოყვარე ხართ.
სასწორი ღიზიანდება ადამიანებზე, რომლებიც აიძულებენ მალე მიიღოს გადაწყვეტილება, ის ვერ იტანს იაფფასიან საკვებს და სიმბოლურ საჩუქარს.
მორიელი ღიზიანდება, როცა ვინმე უბოდიშოდ ცდილობს მისთვის სულში ხელების ფათურს, მას ასევე აღიზიანებს ზედაპირულობა და ზედმეტი კომპლიმენტები.
მშვილდოსანი ვერ იტანს ჭკუის სწავლებას, ადამიანებს, რომელთაც მის ხუმრობაზე არ ეცინებათ და იმის შეხსენებას, რომ დანაპირები უნდა შასრულოს.
თხის რქა ვერ იტანს უსაქმურ ადამიანებს, გადამეტებულ ოპტიმიზმსა და მეოცნებეობას. ხალხს, რომელთაც არ გააჩნია კონკრეტული მიზნები.
მერწყული ღიზიანდება, როცა ვინმე რამეს აიძულებს, მას არ მოსწონს ასევე რუტინა და ზედმეტად მარტივი ადამიანები.
თევზები ვერ იტანს კრიტიკას, მითითებებს და ხალხს, ვისაც მისი სიმართლის არ სჯერა.