ნებისმიერი ქალი ამქვეყნად გამოირჩევა განსაკუთრებული სახასიათო შტრიხებით, რომელიც ხშირად ყველაზე აქტიურად პირად ურთიერთობაში ვლინდება. ამ ყველაფერს კი დიდწილად განაპირობებს მისი ზოდიაქოს ნიშანი და ნიშნის მმართველი პლანეტა-მფარველი.
ამიტომ ქალებს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე კონკრეტული ნეგატიური ნაკლოვანებები გააჩნიათ, რომლითაც საკმაოდ ხშირად აღიზიანებენ მამაკაცებს.
ჩვენ გეტყვით დღევანდელ სტატიაში თუ რა ნაკლი აქვთ ქალებს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:
ვერძი ქალის ნაკლი უაზრო სიფიცხე, დომინირების მუდმივი სურვილი და მფლანგველობაა.
კურო ქალის ყველაზე დიდი ნაკლი სიჯიუტეა, ამასთან ერთად იგი უარს ამბობს ხოლმე ცვლილებებზე და ახასიათებს ნივთების მიმართ მიჯაჭვულობა.
ტყუპი ქალის ხასიათში მამაკაცები ყვლაზე გამაღიზიანებელ თვისებად გაუთავებელ ლაპარაკს, არაპროგნოზირებად ხასიათსა და ზედაპირულობას თვლიან.
ქალი კირჩხიბის ყველაზე ნეგატიური თვისებებია – გაუთავებლად წუწუნისკენ მიდრეკილება, ეჭვიანობა და ინტრიგების ხლართვის სურვილი.
ლომი ქალი მამკაცებს აღიზიანებს წრეგადასული სიამაყით, ამბიციურობით და ზედმეტი მოთხოვნებით.
ქალწულის ნიშნით დაბადებულ ქალში მამაკაცებს აღიზიანებთ სიძუნწე, ზომაგადასული მერკანტილურობა და მუდმივი კრიტიკის სურვილი.
სასწორი ქალი მამაკაცს აღიზიანებს მერყევი ხასიათით, ზედმეტი სირბილით და ლოიალურობით.
მორიელი ქალი მამაკაცებს ხშირად ებრძვის, მისთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლება, ასევე არის უზომოდ ეჭვიანი და შურისმაძიებელი.
მშვილდოსან ქალში მამაკაცს აღიზიანებს არასტაბილურობა, ფლირტისკენ მიდრეკილება და გადამეტებული იდეალიზმი.
თხის რქა ქალი მამაკაცებს ხშირად აფრთხობს ემოციური თავდაჭერილობით და სიცივით, ასევე გადამეტებული კარიერისტობით.
მერწყული ქალისგან მამაკაცები ყველაზე ხშირად გარბიან იმის გამო, რომ ვერ გაუგიათ ამ ქალს მათთან მეგობრობა უნდა თუ სასიყვარულო ურთიერთობა. ასევე აღიზიანებთ მასში ექსცენტრიკულობა და სურვილი მუდმივად ყველას დაეხმარონ.
თევზი ქალი მამაკაცს აღიზიანებს იმით, რომ იგი მუდმივად ცდილობს საკუთარი თავისგან შექმნას “მსხვერპლი”, არის ზედმეტად მეოცნებე და არაპრაქტიკული.