წარმოიდგინეთ სიტუაცია: მარტო ხართ. გამოდიხართ სახლიდან ნაგავის გადასაყრელად და რა თქმა უნდა თან არ გაქვთ გასაღები… უცებ, კარს კეტავს ქარი. შენ კი მექანიკური საკეტი გაქვს, რის გამოც კარი ავტომატურად ჩაიკეტება. და აი, დგახარ როგორც სულელი კარების წინ, ხელში ნაგვის პარკით. რას ვაკეთებთ?
ვერძი ბევრს არ იფიქრებს, გადადებს პარკს გვერდით, უკან-უკან წავა და… მთავარია მხარი ჰქონდეს ძლიერი და კარი რკინისგან არ იყოს დამზარებული.
კურო ქარზე, კარზე, საკეტზე და ნაგვის ყუთზეც საშინლად გაბრაზდება. მიადგება მეზობლებს, მოსთხოვს ნაჯახს და…
ტყუპი მაშინვე დაიწყებს ფიქრს თავისი მეგობრებიდან ვინ ცხოვრობს ყველაზე ახლოს, მივა მასთან და წნარად დაელოდება თავისი მშობლების/ცოლის/ქმრის დაბრუნებას.
კირჩხიბი მიმართავს თავის ფენომენალურ მეხსიერებას, გაიხსენებს გასაღების კონფიგურაციას და დაამზადებს გასაღების ასლს. თან ამას თვითონ გააკეთებს.. და თვითონვე გააღებს კარს.
ლომი მიაშურებს მეზობლებს, გაამუქებს თავის ისტორიას და სახით, რომელსაც შეუძლებელია უარი უთხრა, სთხოვს გაუშვან აივანზე. როდესაც მეზობლები ვეღარ გაუძლებენ ლომის ხიბლს და მიუშვებენ აივანთან, ის უშიშრად და უყოყმანოდ აძვრება მოაჯირზე და გადაძვრება თავის აივანზე. სულაც არ დაგიდევთ, რომ მეთორმეტე სართულზეა… და სამწუხაროდ იმასაც არ გაითვალისწინებს, რომ შესაძლოა თავისი აივანის კარიც ჩაკეტილი დახვდეს.
ქალწული გადადებს ნაგვის ყუთს გვერდით, დაჯდება, მიიღებს მოაზროვნის პოზას და დაიწყებს მედიტირებას. მოქმედებას დაიწყებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნათლად ჩამოაყალიბებს რამდენიმე გეგმას და მათგან აირჩევს ყველაზე რაციონალურს. არა, ვერ ეღირსებით! ქალწული პანიკაში არასდროს ჩავარდება.
სასწორი გაიქცევა დახმარების სათხოვნელად. ის დარწმუნებულია, რომ ერთი თავი კარგია, რამდენიმე კი უკეთესი!
ღრიანკალი მხოლოდ თავის ძალებზეა დამოკიდებული. ის არ გაიქცევა ნაჯახისთვის, არც მოაჯირზე ავარდება, რომ თავის აივანზე გადაძვრეს. ის გაიხსენებს თავის პარაფსიქოლოგიურ შესაძლებლობებს და ეცდება ტელეპორტირდეს პირდაპირ თავის ოთახში, ისე რომ კარს არც შეეხოს.
მშვილდოსანი უბრალოდ დაიკიდებს ჩაკეტილ კარს, გადაყრის ნაგავს და წავა სასეირნოდ. რატომ უნდა გავტეხო კარი? ჰკითხავს ის თავის თავს. მშობლები მაინც მალე დაბრუნდებიან.
თხის რქა შეეცდება თავი აგენტად წარმოიდგინოს. მეზობელს სთხოვს თმისსამაგრს და დაიწყებს საკეტში ჩხირკედელაობას… და ის გააგრძელებს ამ ქმედებას მაშინაც კი, როდესაც დაისადგურებს ღამე და მთვარის შუქი დაეფინება მის ჯიუტ თავს.
მერწყული მივა ნაცნობ ოსტატთან და სთხოვს გააღოს კარი ისე, რომ არ დააზიანდეს ის. მერწყულს სწამს, რომ ეს მართლაც შესაძლებელია, ლოგიკის კანონების მიუხედავად.
თევზები ცამოსხდებიან ზღურბლთან და დაიწყებენ თავის შეცოდებას: “ჩვენ აქაურები არ ვართ, დაგვეხმარე კეთილო ხალხო, რითიც შეგიძლია, გასაღები დამავიწყდა, კარი ჩაიკეტა, მე და ნაგავი მარტო დავრჩით”. მათ სჯერათ, რომ მათი თხოვნა აუცილებლად ახდება… ვინმე კეთილი ადამიანი აუცილებლად გააღებს კარს… მთავარია პოლიცია არ გამოიძახონ მეზობლებმა.