შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თქვენი დაბადების წელი პირდაპირ უკავშირდება თქვენს სექსუალურობას, წარმატებას და ურთიერთობების ხარისხს. ასტროლოგიის მეშვეობით კი შეგიძლიათ თქვენი ძლიერი მხარეები აღმოაჩინოთ და გამოავლინოთ.
აღმოსავლურ ასტროლოგიას თუ ვენდობით, ყელაზე სექსუალური და მიმზიდველი ადამიანები მაიმუნის, ვირთხის და გველეშაპის წლებში იბადებიან. მათ შეუძლიათ სასიყვარულო ხრიკებით დაახვიონ თავბრუ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. თუმცა მათ ახასიათებთ მოკლევადიანი, უპერსპექტივო ურთიერთობები. იმდენად უყვართ თავიანთი თავი (აქ ქალები მოიაზრებიან), რომ ხშირად ეს ურთიერთობები ინტიმურ კავშირზე არ გადადის და მალევე მთავრდება.
ცხენის, ძაღლის და ვეფხვის წლებში კი იბადებიან ადამიანები, რომლებიც არიან ნებისყოფით და ოჯახისადმი ერთგულებით აღჭურვილები. მათ აქვთ გამჭრიახი გონება, ინტელექტის მაღალი კოეფიციენტი – ეს ყველაფერი კი მათ ცხოვრების ყველა ეტაპზე ეხმარება. ისინი ხშირად არიან მარტო და არ უყვართ წინააღმდეგობები. არიან პერფექციონისტები, არასდროს არიან კმაყოფილები მიღწეული შედეგით.
თხის, კატისა და ტახის წლებში იბადებიან დამოუკიდებლობით გამორჩეული ადამიანები. არიან ამოუცნობი ხასიათის მქონეები, ხასიათდებიან სიმშვიდით, შეუპოვრობით და მოპირდაპირე სქესთან დომინირების უნარით. არიან ძალიან თავისუფლები ბუნებით და არ ეგუებიან აკრძალვებს, თუნდაც საყვარელი ადამიანებისგან. მაგრამ მათ შეუძლიათ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღონ რჩეული ადამიანების გამო.