არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პიროვნული სისუსტეები ახასიათებთ და ამით ბევრი სარგებლობს ძალიან.
ასტროლოგიის მეშვეობით გამოირჩევიან ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც განსაკუთრებულად ხშირად ხდებიან მანიპულატორების მსხვერპლნი:
თევზები – ისინი არიან ძალიან გულჩვილები, ბუნებრივად თანდაყოლილი აქვთ ნდობა და არ ფიქრდებიან თუ რატომ ენდობიან ამა თუ იმ ადამიანს, თუნდაც კი ყველას. ხშირად ამის გამო იმედგაცრუებულები რჩებიან და იკეტებიან საკუთარ თავში.
თევზებს ასევე ახასიათებთ ნერვოზული გამოვლინებები, მაგრამ ეს ცხოვრების მეორე ნახევარში ფიქსირდება. ეს ალბათ გამოწვეულია მათი “უიღბლო” გამოცდილებებით.
მერწყული – თუმცა ამას ვერ შეატყობთ გაცნობისთანავე, ურთიერთობაში ხშირად გამოავლენენ პიროვნულ სისუსტეებს.
გარედან წარმოსადეგები და თავდაჯერებულები ჩანან, მაგრამ ურთიერთობაში (როდესაც ვინმე უყვარდებათ) გრძნობების კონტროლი უჭირთ და ხშირად ხვდებიან საკუთარი პარტნიორის მსხვერპლი. ამის გამო, როგორც თევზები, ხშირად საკუთარ თავთან რჩებიან ცხოვრების ბოლომდე.
ქალწული – როგორც მათი სახელი გვკარნახობს, ისინი ნამდვილად ასხივებენ ქალურობას, არიან ძალიან თვინიერები, დამჯერები და უკომფლიქტოები.
მათში ხშირია დაბალი თვითშეფასების გრძნობა, ამის გამო თავიანთ გრძნობებს უკანა პლანზე წევენ და პარტნიორებს აძლევენ უფლებას, რომ მათი მანიპულაცია მოახდინონ. ხოლო გასაკვირი კი ის არის, რომ თვითონვე ფიქრობენ, რომ მომხდარი მათი ბრალი იყო.