ვერძი – მასთან ურთიერთობით თქვენს გარშემო ყველაფერი შეიცვლება. მისი ვნებიანობა და იმპულსურობა გადამდებია, სულ მოქმედებაშია და ყოველთვის იბრძვის სურვილების ასასრულებლად. ძნელია მისი ცხოვრების რიტმს გაუძლოთ, ასე რომ თუ არ ხართ დარწმუნებული, მასთან ყოფნას არ გირჩევთ.
კურო – ის არის მიზანდასახული და მიზანსწრაფული, სწორედ ამის გამო გვიყვარდება იგი. თუ მასთან ყოფნა მოგიწიათ, ნუ ღელავთ, საიმედო ხელში ხართ.
ტყუპი – მისი ენამოსწრებულობა, ღრუბლებში ფრენა და გაუთავებელი საუბარი (საუკეთესო მთხრობელი) ძალიან მიმზიდველია, იგი საუკეთესო “საყვარელია”. ყოველთვის ახალ ახალი რომანები იტაცებს და მისი ცხოვრება ყოველთვის საინტერესოა.
კირჩხიბი – სხარტი აზროვნება და ზომიერი სიმკაცრე მას გამორჩულს ხდის. იგი ვერ ელევა დაამინებს რომლებიც უყვარდა ან უყვარს, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეუძლია გაწყვიტოს მათთან ურთიერთობა.
ლომი – უყვარს სარისკო საქმეები, არ უშინდება მათ. ასევე უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ლომის შეყვარების შემთხვევაში მოგიწევთ მისი სურვილების ასრულება, სამაგიეროდ უსაზღვრო ვნებას და სიყვარულს მიიღებთ.
ქალწული – შესანიშნავად ეხერხება სხვა ადამიანის ნუგეში და დარიგება. ასევე ინტელექტის მაღალი დონე აქვს. საჭიროების შემთხვევაში მუშადაც იმუშავებს. იგი ჯიუტი და მიზანსწრაფულია. ყოველთვის იბრძვის მისთვის ვინც უყვარს.
სასწორი – ძალიან მგრძნობიარეა, დროის დაკარგვა არასოდეს ენანება თქვენს შესაწვლაზე. აგრეთვე ძალიან ყურადღებიანია, მას ვერაფერს გამოაპარებთ. იცის გვერდში დგომა და ბრწყინვალედ გამოსდის ნუგეში.
მორიელი – ყველაზე იდუმალები არიან. აქვთ ფარული ძალები და იდუმალება, მათი ცხოვრების სტილი, ექსტრემი ყველას იზიდავს. ერთი შეხედვით უღიმღამო ადამიანად მოგეჩვენებათ.
მშვილდოსანი – ძალიან მეგობრულები და გულკეთილები არიან. მოწონთ როდესაც ენდობიან. სულ რაღაცის მტკიცებაშიან ან პირიქით. მშვიდი ცხოვრება მათთვის არაა. ასე რომ მათთან ცხოვრება არც თუ ისე ადვილია, მაგრამ საინტერესო და მოულოდნელობებით აღსავდე.
თხის რქა – პირდაპირობა და გამძლეობა მათი ერთ ერთი საუკეთესო თვისებებია. თავის მოწონება არ უყვარს, გულსაც იშვიათად თ გადაუშლის ვინმეს. საკმაოდ მგზნებარე საყვარელია. გირჩევთ არ გააბრაზოთ, თორემ შურისძიებას უხეშ და მოულოდნელ ფორმებში გადაგიხდით.
მერწყული – არ ცდილობს ვინმეს მოაწონს თავი. არავის ეპირფერება, არასდროსაა ერთნაირი. შეუძლია ერთდროულად იყოს მხიარულიც და მოწყენილიც, უპასუხისმგებლოც და პედანტურიც. არასდროს ცდილობს ზემდგომის კეთილგანწყობა მოიპოვოს. ყველასთან მეგობრულია. თუ გეხმარებათ, გულით, რადგან უყვარხართ და პატივს გცემთ.
თევზები – ემოციურები და ცოტათი გულუბრყვილოები არიან. ასაკთან შედარებით საკმაოდ დაბრძენებულად გამოიყურებიან. მათი ინტერესები არასდროს უგულებელჰყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლაში გამოგიწვევენ და ნებისმიერი მეთოდით ეცდებიან საკუთარი ინტერესების დაცვას. ისინი იცავენ ოჯახის ინტერესებს. მაგრამ არ ახასიათებთ ცხოვრების რუტინად – სახლი-სამსახური-სახლი – გადაქცევა, მუდამ მზად არიან სიგიჟეების ჩასადენად.