უნდაკლო და იდეალური მამაკაცი არ არსებობს. ყველას აქვს რაღაც ნაკლი, რის გამოც ქალს მისგან გაქცევა უხდება. ამ სტატიაში გთავაზობთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცების მინუსებს, რის გამოც სუსტი სქესის წარმომადგენლებთან პრობლემები ექმნებათ.
ვერძი – იგი ფიცხი და მოუთმენელია. ვერძს დაუღალავად სჯერა, რომ საქმეს ნებისმიერ ადამიანზე უკეთ აკეთებს, ამიტომ იგი მეტად თავმოყვარეა. ხშირად რთულია ასეთი ადამიანის გვერდით ცხოვრება. ქალებიც ვერძებს იმიტომ გაურბიან, რომ ვერ იტანენ მათ უსაზღვრო ამპარტავნებას და თავმოყვარეობას.
კურო – მისი ყველაზე დიდი ნაკლი სინაზე, კონფორტის სიყვარული და უსაზღვრო ეჭვიანობაა. არ არის აუცილებელი კურო მამაკაცს მიზეზი მისცეთ, ის უმიზეზოდაც მშვენივრად ეჭვიანობს.
ტყუპი – უთვალავი მიზეზი არსებობს ტყუპი მამაკაცის მიტოვების, მაგრამ იმდენად “კაი ტიპია”, რომ ქალები ხშირად დიდხანს პატიობენ.
კირჩხიბი – თუ გსურთ, რომ კიბო გაიჩინოთ, რომანი გააბით კირჩხიბ მამაკაცთან. მას უსაზღვროდ შეუძლია თავი მოგიძღვნათ და სიცოცხლის ბოლო წამამდე იზრუნონ თქვენზე, მაგრამ კირჩხიბი მამაკაცი სულს შეგიხუთავთ და არსებობის უფლებასაც მოგისპობთ.
ლომი – მას დაბადებიდან ჰგონია, რომ სამეფო წარმომავლობის არის. ამიტომ თქვენგან სრულ მორჩილებას მოითხოვს. ლომ მამაკაცს არ მოსწონს, როცა მდედრი მის ნებას არ ასრულებს და უსიტყვოდ არ ემორჩილება.
ქალწული – მისი აუტანელი სიმშვიდე ნებისმიერ ადამიანს გაუჩენს ნერვოზს. ქალწულ მამაკაცს არაფერზე არ აქვს რეაქცია. ხშირად მისი უგრძნობი ხასიათი ხდება პარტნიორის დაკარგვის მიზეზი.
სასწორი – იგი მერყევი ბუნების მქონეა და ხშირად სუსტ სქესს სწორედ ეს თვისება არ მოსწონს ყველაზე მეტად. გაიხსენეთ სასწორის სიმბოლო, 2 პინა. მათზე შეხებით კი სასწორი რყევას იწყებს. სწორედ ასეა სასწორი მამაკაციც. დღეს ერთ აზრზეა, ხვალ კი მეორეზე.
მორიელი – მათ საოცრად კარგი ფსიქოლოგიური ხედვა აქვთ და მარტივად შეუძლიათ ადამიანების ხასიათის გამოცნობა. ხშირად, მორიელი მამაკაცები ახერხებენ ქალებით მანიპულირებას და მათთან დიდხანს დარჩენას, მაგრამ მას შემდეგ რაც გამჟღავნდება მორიელების საზიზღარი, აუტანელი ბუნება, ყველა მარტო ტოვებს.
მშვილდოსანი – ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები საოცრად არასტაბილურები, სიყვარულის არმქონენი და უბრალოდ ცანცარები არიან. ხშირად, ქალებს სწორედ ეს თვისებები არ მოსწონთ. წარმოიდგინეთ, ვის მოეწონება მასხარა მამაკაცი გვერდით?
თხის რქა – ამ ნიშნის მამაკაცები ამაყები, უხეშები და ყინულსისხლიანები არიან. მათი გულის გალღობა მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. რჩეულების მოძებნა კი ხშირად ძალიან გრძელვადიანი პროცესია.
მერწყული – ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს უარყოფითი თვისებები არ გააჩნიათ. მერწყულები საოცრად ჰუმანურები, გულუხვები, მეგობრულები და უბრალოდ, იდეალური მამაკაცები არიან.
თევზები – ალბათ ყველაზე ემოციური, სენტიმენტალური და ინტუიციური პიროვნებები არიან. ისინი ხშირად სულ უბრალო მიზეზის გამო იწყებენ პანიკას და ისტერიკას. ამიტომ კარგად დაფიქრდით სანამ თევზ მამაკაცს დაუკავშირებთ მომავალს.