ზოდიაქოს ყველა ნიშანს, გარდა დადებითი თვისებისა, უარყოფითიც მრავლად აქვს. ამ სტატიაში გთავაზობთ ინფორმაციას, რა უარყოფითი თვისებები აქვთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს.
ვერძი – მისი მთავარი ნაკლი დაუფიქრებლობა და სიფიცხეა. ამიტომ ვერძები ხშირად ხვდებიან ავარიებში და სხვა უსიამოვნო სიტუაციებში.
კურო – თუ მას მყარი ფინანსური ნიადაგი არ აქვს ფეხქვეშ, კურო ნამდვილი ალკოჰოლიკი ან ნარკომანი ხდება. მისთვის ხომ მთავარი სტაბილურობაა.
ტყუპები – ყველაზე ცნობისმოყვარეები არიან. ამიტომ ყველაფერ ცუდს იმის გამო უსინჯავენ გემოს, რომ აინტერესებთ რა მოხდება.
კირჩიბი – ყველა მავნე ჩვევას მტვერსასრუტივით ისრუტავს, რადგან მისი ბუნება მეტად არამყარია. მას ხომ მთვარე მართავს, მუდმივი ცვლილებების პლანეტა.
ასევე წაიკითხეთ
რატომ არის ზოდიაქოს ესა თუ ის ნიშანი მიმზიდველი
ლომი – უზომოდ პატივმოყვარე, ამპარტავანი და ამავე დროს ჯიუტიც არის. მეტი მავნე ჩვევა რაღა გინდათ?!
ქალწული – ერთი შეხედვით ყველაზე მოწესრიგებული და გაწონასწორებული ნიშანია, თუმცა სინამდვილეში ყველაზე დიდი წამალდამოკიდებული შეიძლება გახდეს. საქმე მის ზოგად ბუნებაშია. ქალწულს მიდრეკილება აქვს იყოს რაიმეზე ან ვინმეზე დამოკიდებული.
სასწორი – ყველაზე ნაკლებად არის მავნე ჩვევებისკენ მიდრეკილი. მას ხომ არ შეუძლია არანაირ დამოკიდებულებას, სიმახინჯეს და სიმდაბლეს შეეგუოს.
მორიელი – კირჩხიბის შემდეგ ყველაზე მავნე ჩვევების მატარებელი მორიელია. მას უყვარს რისკი და ცდილობს ამ ცხორებისგან ყველაფერი მიიღოს, კარგიც და ცუდიც.
მშვილდოსანი – იმდენად ოპტიმისტია ბუნებით და უყვარს ცხოვრებით ტკბობა, რომ მავნე ჩვევებს იშვიათად ეტანება. არ სურს გაიფუჭოს განწყობა. მას ხომ ისეთი მოსწონს სამყარო, როგორიც სინამდვილეში არის.
თხის რქა – ყველაზე კარიერისტი ნიშანია და შესაბამისად, ყველაზე დიდი ნარკოტიკი კარიერის კეთების სურვილია.
მერწყული – ტყუპის მსგავსი ნიშანია. მასაც სურს სხვადასხვა აკრძალული ნაყოფის გასინჯვა. მერწყული ბუნება ხომ ზოგადად ვერ იტანს შეზღუდვებს. რაც აკრძალულია ზოგადად, ნებადართულია მერწყულისთვის.
თევზები – მორიელის და კირჩხიბის შემდეგ ყველაზე რეალური კანდიდატები არიან გახდნენ წამალდამოკიდებულები. ეს იმიტომ რომ სათუთი ბუნება აქვთ და ადვილია მათი მანიპულირება.
თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:
რისი გაკეთება შეუძლიათ მეგობრისთვის ზოდიაქოს ნიშნებს
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ ებრძვიან ზედმეტ კილოგრამებს ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს ნიშნებისთვის დამახასიათებელი უნიკალური თვისებები