მთავარი ასტროლოგია როგორ დავამარცხოთ ოპონენტი – კამათის მეთოდები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ დავამარცხოთ ოპონენტი – კამათის მეთოდები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

by guramus

ალბათ არც ისე იშვიათად ხართ ხოლმე კამათში ჩაბმული. დამეთანხმებით, რომ არც ისე სასიამოვნო პროცესია, როდესაც ვიღაც გაუთავებლად გვეკამათება და არ სურს ჩვენი ნააზრევის გათვალისწინება.

გთავაზობთ ხრიკებს, რომელთა დახმარებითაც ადვილად დაამარცხებთ თქვენს ოპონენტს. ამისათვის საჭიროა მხოლოდ მისი ზოდიაქოს ნიშნის ცოდნა.

ვერძთან დიპლომატიური უნდა იყოთ. უთხარით, რომ მის აზრს პატივს სცემთ.

კუროსთან მეტად პრაგმატული უნდა იყოთ. ეცადეთ დააჯეროთ, რომ თქვენი მოსაზრება მრავალგზის გამოცდილია.

ტყუპებთან პოლემიკაში შესვლას საერთოდ არ გირჩევთ. ისინი კამათის დიდოსტატები არიან.

კირჩხიბი პანიკიორია და შესაბამისად მოექეცით. ეცადეთ არ გამოვიდეს მდგომარეობიდან, თორემ შემდეგ შეუძლებელი გახდება მისი მართვა.

ლომთან კამათი თვითმკვლელობამდე მიგიყვანთ. უმჯობესია თავი ისე მოაჩვენოთ, თითქოს ეთანხმებით, მაგრამ სინამდვილეში საპირისპირო იფიქრეთ. თუ დააჯერებთ, რომ ის ყველაზე მაგარია, ადვვილია მისი მართვა.

ქალწულს დეტალურად უნდა გააცნოთ რაზე ეკამათებით. მას სიზუსტე უყვარს. მას შემდეგ რაც აუხსნით, იქნებ თქვენს მხარეზეც მარტივად გადმოვიდეს.

სასწორთან კამათი იგივეა, რაც პატარა ბავშვს აიძულო რაიმეს გაკეთება. თუ ცოტა სიმკაცრე შეგატყოთ, თვითონვე დაგნებდებათ.

მორიელი იშვიათად კამათობს. მიუხედავად მასზე გავრცელებული უამრავი ცუდი მოსაზრებისა, იგი კამათში მეტად წინდახედულია და უაზროდ არასოდეს დაგიწყებთ ჩხუბს.


ასევე წაიკითხეთ

როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როდესაც პრობლემას აწყდებიან


მშვილდოსანი პირწავარდნილი დემაგოგია. შესაბამისად, მასთან კამათისას თქვენს ნერვებს მოკლავს და გაანადგურებს. გირჩევთ მოუსმინოთ ცოტა ხანს და ამის შემდეგ თვითონვე შეიცვლის აზრს.

თხის რქა ნამდვილი სიჯიუტის განსახიერებაა. თავიდანვე იცოდეთ, რომ მასთან კამათისას ვერასოდეს გადმოიყვანთ თქვენს აზრზე.

მერწყულთან კამათი ნამდვილად რთული საქმეა. მას იმდენად აქვს დიპლომატიური ნიჭი განვითარებული, რომ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საერთოდ არც გეკამათებათ და თქვენს აზრზეა. მაგრამ სწორედ აქ უნდა იყოთ ფრთხილად.

თევზებზე მარტივი ოპონენტი არ არსებობს. თუ მისი გულის აჩუყება შეძელით, გამარჯვებაც თქვენს მხარეს იქნება.

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

ვინ არის თქვენი სულიერი მეგობარი და მესაიდუმლე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

პირად რუკაში არსებული 12 სახლი და მათი განმარტება

ზოდიაქოს ნიშნები და “მე”