ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს ნიშნები 12 ფსიქოტიპად იყოფიან. მათი ხასიათის შეცნობა კი დაგვეხმარება, რომ ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ ამა თუ იმ ნიშანზე. ყველა ადამიანს ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს სიყვარულის, სექსის, ოჯახის, მეგობრების მიმართ. ზოგიერთ მათგანს უანგარო და თავგანწირვით სიყვარული შეუძლია, ზოგი კი ამას ვერ ახერხებს. ამიტომ ხშირია კონფლიქტები საყვარელ ადამიანებთან.
ასტროლოგების აზრით, სტატიაში მოყვანილი ზოდიაქოს 3 წყვილი ყველაზე შეუთავსებელია ერთმანეთთან. მიზეზი კი მათი ხასიათის არათავსებადობაა. თუ რომელიმე წყვილი თქვენ ხართ, გულს ნუ გაიტეხთ. მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანი ბევრს არაფერს ნიშნავს. სტატია მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის შემცველია.
თხის რქა და ტყუპი
ტყუპი ძალიან არაპროგნოზირებადი და გაუწონასწორებელია. მისგან განსხვავებით, თხის რქა ძალიან მშვიდი, სერიოზული და თავდაჭერილია. ამის გამო, მათ შორის მუდამ კონფლიქტია. თხის რქა ვერ ეგუება ტყუპის ასეთ სიცელქეს. მოკლედ რომ გითხრათ, ტყუპი და თხის რქა ისე არიან ერთმანეთთან, როგორც ცა და დედამიწა.
სასწორი და კირჩხიბი
სასწორის გრძნობები ძალიან ზედაპირულია. მას არც ისე ძლიერი სიყვარული შეუძლია და “პონტის” სანაცვლოდ მეგობარსაც “დაიკიდებს. მისგან განსხვავებით, კირჩხიბი ძალიან ემოციური, მგრძნობიარე და სხვებზე გადაყოლილია. მათ შორის მუდმივად იქნება უთანხმოება სასწორის ზღვარგადასული თავისუფლების გამო. კირჩხიბი ვერასოდეს გაიგებს, როგორ შეუძლია სასწორს მოულოდნელად აიღოს შვებულება სამსახურში და გაემგზავროს კანარის კუნძულებზე მხოლოდ იმიტომ, რომ სამსახურმა “მაგრად დაღალა.”
ქალწული და თევზები
ქალწული რეალისტი, ცივი და უემოციო ადამიანია. მას იშვიათად ახასიათებს გრძნობების გამოხატვა. მისგან განსხვავებით, თევზები საოცრად მგრძნობიარე და ემოციურია. ამ წყვილს შორის ყოველთვის იქნება დიდი სიცარიელე. ისინი ვერ შეძლებენ სულიერად დაუახლოვდნენ ერთმანეთს.