ანონიმურობის დასაცავად, არ დავასახელებ სახელს და გვარს, მაგრამ მოგიყვებით ერთი აწ უკვე ქრისტიანის შესახებ, რომელიც ამბობს, რომ იესომ ქრისტიანობისკენ შემოაბრუნა.
ეს ადამიანი იყო ათეისტი, ღმერთის არ წამდა, არ ასრულებდა ქრისტიანულ ჩვეულებებს, ცხოვრობდა თავისი წესებით. ერთ დღესაც მან გამაოგნებელი სიზმარი ნახა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა:
ამ გოგონას ჭირდა სიმსივნე, რომელზეც ექიმები ეუბნებოდნენ – განუკურნებელიაო. მას იმედი ჰქონდა დაკარგული, ღმერთისაც და ადამიანისაც, ჩუმად ელოდა სიკვდილს.
ერთ ღამეს მას ასეთი რამ ესიზმრა:
გამოეცხადა უფალი, რომელსაც ცრემლიანი თვალები ჰქონდა და მას უთხრა – “მე შენ ძალიან მიყვარხარ, შენი სული წარწყმედილი სატანჯველისთვის არ მემეტება. განგკურნავ, თუ დამპირდები რომ მთელ სიცოცხლეს მე მომიძღვნი”.
გოგონა დათანხმდა და როდესაც გაიღვიძა არაადამიანური სიმსუბუქე იგრძნო. მაგრამ ექიმთან მისვლის მაინც ეშინოდა. გადაწყვიტა რომ არ მისულიყო. მაგრამ მეორე ღამით იგივე სიზმარი ნახა, რამაც აიძულა ამის გაკეთება.
როდესაც მივიდა, უთხრეს, რომ რაღაც სასწაულით, მისი სიმსივნის ზომა ოთხჯერ შემცირებულიყო, ორ კვირაში კი საერთოდ გაუქრა.
ასეთია ჩვენი უფლის ძალა – თუ ირწმუნებთ, გადარჩებით!
გთხოვთ გადაიკითხოთ შემდეგი სტატია – რატომ არის ზიარება აუცილებელი!