21.4K
თუ გსურთ, რომ თქვენმა მომზადებულმა ხინკალმა ყველა გააოცოს, მაშინ აუცილებლად დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ ცომის მოზელის პროცედურას.
გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ მოამზადოთ პრიალა და მკვრივი ცომი.
ინგრედიენტები:
- ფქვილი – 600 გრ
- წყალი – 220 მლ
- მარილი
მომზადების წესი:
ფქვილი მოათავსეთ რაიმე ღრმა ჭურჭელში, დაასხით წყალი და მოზილეთ ცომი, არ დაგავიწყდეთ მარილის დამატება.
მიიღებთ ცომს, რომელსაც წყალი აკლია. გააგრძელეთ ზელა ისე რომ არ დაამატოთ წყალი, ზელა იქამდე გააგრძელეთ სანამ ცომი პრიალა გახდება და გუნდა შეიკვრება.
მოზელის დამთავრების შემდეგ ცომი გაახვიეთ ცელოფანში და შედეთ მაცივარში ერთი ღამით.
ამ რეცეპტით მოზელილ ცომს ხინკლის მომზადების დროს ფქვილის ხმარება აღარ უნდა.