ადამიანი ვერასოდეს იქნება ბედნიერი, თუ მუდამ სხვას შეჰყურებს და ედრება მას. ცნობილი ფაქტია, რომ მუდამ შურით და ინტრიგით ცხოვრება საბოლოოდ დიდ უსიამოვნებებს მოგვიტანს.
თუ კოსმოსს მუდმივად დადებით ენერგიას მივაწვდით, საბოლოოდ ისიც იგივეთი გვიპასუხებს.
ამ სტატიაში გთავაზობთ სამ ყველაზე შურიან და ინტრიგან ზოდიაქოს ნიშანს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სტატია ზოგად ასტროლოგიურ სტატისტიკებს ეფუძნება და სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც ამ ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაიბადნენ, შურიანები და ინტრიგნები არიან.
კირჩხიბი – ასტროლოგების აზრით, თუ კირჩხიბი მკაცრი და ემოციური მშობლების გარემოცვაში გაიზრდება, მას აუცილებლად ჩამოუყალიბდება არასრულფასოვნების კომპლექსი. კირჩხიბმა შეიძლება თავი უსუსურადაც იგრძნოს და დაიწყოს მასზე ძლიერი ადამიანების მიბაძვა.
როგორც წესი, კირჩხიბები ჩუმად მოქმედებენ. მათ ზურგს უკან სჩვევიათ სამარის გათხრა. :კარგი მეგობრის” უკან შესაძლოა ყველაზე საშიში მტერი იმალებოდეს.