მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ კიტრის მწნილი?

როგორ მოვამზადოთ კიტრის მწნილი?

by guramus

მოამზადეთ კიტრის მწნილი ჩვენი რეცეპტით, რის შედეგადაც უგმაყოფილო ნამდვილად არავინ დაგრჩებათ.

საჭირო ინგრედიენტები:
  • 1.5- 2 კგ კიტრი ( პატარა ზომის )
  • 3 ღერო ნიახური
  • 1 ც წითელი მწარე წიწალა
  • 2 ც დაფნის ფოთოლი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 3ს.კ მარილი
  • 3ს.კ ძმარი
მომზადების წესი:

ჩააწყვეთ კიტრი წყალში და დატოვეთ ასე 2 საათით. კარგად გარეცხეთ სამლიტრიანი ქილა, კარგად გამორეცხეთ მდუღარე წყლით და ჩაალაგეთ მასში კიტრი ნიახურთან ერთად. ასევე დაამატეთ ნიორი, დაფნა, დაჭრილი წიწაკა, მარილი, ძმარი. კვლავ დაასხით მდუღარე წყალი და დახურეთ ჰერმატულად.