მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს რომელ ნიშნებს, შეუძლიათ სიყვარულის გამო ყველაფერი გაიღონ

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს, შეუძლიათ სიყვარულის გამო ყველაფერი გაიღონ

by guramus


ვერძი – კარიერისტია და სიყვარულში ყოველთვის ცდილობს ზომიერება გამოავლინოს. თუ პარტნიორი მოძალადეა, მაშინ ვერძი ანგელოზად მოაჩვენებს თავს მანამ, სანამ მისგან თავს არ დაიხსნის.

კურო – თუ იგი შეყვარებულია, რომანტიკის პიკს აღწევს, ცდილობს საყვარელი ადამიანი გააბედნიეროს. ხანდახან სიყვარულის გამო სისულელეებს აკეთებს, მაგრამ ისეთ შეცდომას არ დაუშვებს, რაც მის სიყვარულს დააზიანებს.

ტყუპი – მას პანიკურად ეშინია მარტოობის, ამიტომ ცდილობს ყოველთვის ვიღაცის გვერდით იყოს. იმდენად ეშინია მარტოობის, რომ მზად არის უკანასკნელი კაპიკიც კი გაიღოს და შეყვარებულს ძვირადღირებული საჩუქარი უყიდოს.

კირჩხიბი – მან ზომიერება არ იცის სიყვარულში. შეუძლია თვეების განმავლობაში საყვარელ ადამიანს ლოგინში მიართვას საჭმელი და კოვზით აჭამოს. მას არასოდეს ბეზრდება საყვარელ ადამიანზე ზრუნვა.

ლომი – ის სიყვარულის გამო არასოდეს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც მის გრძNობებს ავნებს. ლომი იმდენად ამაყია, რომ არასოდეს აღიარებს თავის შეცდომას. მაქსიმუმ მაშინ მოიდრეკს მუხლს, თუ ხელზე ეამბორებიან.

ქალწული – მას შეუძლია სულ უბრალო მიზეზის გამო მიატოვოს საყვარელი ადამიანი. სიბრალულის გამო შეიძლება მასზე ზრუნვა გააგრძელოს ეკონომიურადაც დაეხმაროს, მაგრამ სარეცელს აღარ გაუყოფს.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე