943
მარწყვის ლიმონათის მომზადების რეცეპტი, ზაფხულის ცხელი დღეებისთვის. გამაგრილებელი, ნატურალური და ამავდროულად უგემრიელესი ლიმონათი სახლის პირობებში.
ინგრედიენტები:
- მარწყვი – 2 ჭიქა
- თაფლი – 1/4 ჭიქა
- ყინულები
- ცივი წყალი – 3 ჭიქა
- ლიმნის წვენი – 1/2 ჭიქა
- ბროწეულის სიროფი – 1/4 ჭიქა
მომზადების წესი:
ზემოთ მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა მოათავსეთ ჭიქებში და 15 წუთით შედგით მაცივარში. შემდეგ დაამატეთ რამოდენიმე ყინულის კუბიკი და შეგიძლიათ მიირთვათ.