მთავარი ასტროლოგია TOP 3 ყველაზე უბოროტო ზოდიაქოს ნიშანი

TOP 3 ყველაზე უბოროტო ზოდიაქოს ნიშანი

by guramus

სიკეთე პორობითი ცნებაა. ამიტომ შესაძლოა ვიღაცის მიერ ჩადენილმა სიკეთემ ზოგჯერ ბოროტებაც კი დაატრიალოს. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთა ბუნებაშიც ჩანასახშივე არ დევს სიბოროტე და ორგულობისკენ მიდრეკილება.

ზოდიაქოს მიხედვით ასტროლოგები სამ, ყველაზე უბოროტო ნიშანს გამოყოფენ. ზოდიაქოს ამ სამ ნიშანზე დაბადებული ხალხი უმეტეს შემთხვევაში კეთილი გულით, გულუბრყვილობით და ბავშვური გულწრფელობითაა გამორჩეული. მათ არ ახასიათებთ წყენის გულში ჩადება და ყოველთვის მზად არიან მიუტევონ მტრებს.

 

ვერძი

ვერძი

ზოდიაქოს პირველი ნიშანია და სიმბოლურად ბავშვურობასა და ინფანტილურობასთან ასოცირდება. ვისაც ამ ადამიანებთან ჰქონია საქმე, დამეთანხმებიან ალბათ, რომ მათ ხასიათში უტაქტობასა და უხეშობასთან ერთად, გასაოცარი მიამიტობა და სიალალეა თავმოყრილი. ვერძების დიდ ნაწილს საერთოდ არ ეხერხება ან ცუდად ეხერხება ტყუილის თქმა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი იგი იძულებულია გარემოებებიდან გამომდინარე მოიტყუოს კიდეც, აუცილებლად წამოსცდება მოკლე ხანში ნათქვამის “ორიგინალი ვერსია”. იგი ეგოისტია, მაგრამ ამასთანავე გულუხვი და საოცრად გულკეთილი, როცა საქმე დაჩაგრულების მფარველობასა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. ასეთ სიტუაციაში ვერძის პოზიციას ვერანაირი ფინანსებით ვერავინ “იყიდის”.

სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე