ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და შესაბამისად სიყვარულის ახსნის სხვადასხვაგვარი მეთოდები არსებობს. ასტროლოგების კვლევების მიხედვით დადგინდა რომ ნებისმიერი ადამიანის ესა თუ ის გამოხატულება მის ზოდიაქოს ნიშანზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ მათი ქცევებიდან გამომდინარე, ვუყვართ თუ არა მათ.
და მაინც რა არის სიყვარული … ამბობენ ,,ჭკვიანს ასულელებს” და “სულელს აჭკვიანებსო”, მგონი რომ მართლაც ასეა.
ჩვენ ამ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ როგორ გამოხატავენ სიყვარულს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები.
ვერძი
შეყვარებული ვერძი ძალიან თამამია და ყოველთვის თვითონ დგავს პირველ ნაბიჯს. არასდროს მალავს საკუთარი გრძნობებს და იმდენად ემოციურია, რომ ხშირად თავსაც კარგავს. ასე რომ როდესაც იგი შეყვარებულია, ძალიან მარტივია ამის გაგება, ქცევებითაც ეტყობა და თუ დადასტურება გსურთ უბრალოდ კითხეთ.
კურო
ყოველთვის მხიარული და ენერგიულია. მისთვის მთავარი საყვარელი ადამიანის გამხიარულება და ორიგინალური საჩუქრების გაკეთებაა.
ტყუპები
ყველანაირად ეცდება რჩეულის გულის დაპყრობას და ყოველთვის შეუძლია მისით გულწრფელად აღფრთოვანება. ნებისმიერ სიტუაციაში მხარში ამოუდგება და დაინტერესდება მისი ცხოვრების ყოველი წვრილმანით.
კირჩხიბი
ყურადღებიანი და მგრძნობიარეა. ყოველთვის შეუძლია მოსმენა და საპირისპირო სქესის ნდობის მოპოვება. მაგრამ ზოგიერთი მათგანი რადიკალურად განსხვავებულია. იმდენად ჩუმი და მორიდებულია, რომ ძნელია მისი გრძნობების დაჯერება.
სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე