ადამიანების უმეტესობა გამუდმებით დაეძებს სტაბილურობას ურთიერთობასა და სიყვარულში. ეს ხომ უმთავრესი ფაქტორია საიმისოდ, რომ პიროვნებამ თავი სრულფასოვან პერსონად იგრძნოს. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს ხუთი ყველაზე სტაბილური წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. მათი ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება
ვერძი & ტყუპი
ჰაერისა და ცეცხლის ურთიერთკავშირი წარმოშობს უზარმაზარ ენერგიას, რომელიც საბოლოო ჯამში გვაძლევს წყვილს შორის დიდ ფიზიკურ და მენტალურ მიზიდულობას. ვერძისა და ტყუპის წყვილი ხმაურიანი, თუმცა ოპტიმიზმის სავსე ოჯახია. ასეთ პარტნიორებს არასოდეს ბეზრდებათ ერთმანეთი.
მშვილდოსანი & ლომი
ორი ცეცხლის ნიშნის ერთ ჭერქვეშ ყოფნა უდრის სასიყვარულო ფეიერვერკს. ეს ორი ძლიერი ხასიათის ადამიანის კავშირია. ამიტომ თუკი ისინი საერთო მიზნებით ერთიანდებიან, მთებსაც დაძრავენ ადგილიდან დასახული გეგმების განსახორციელებლად.
სასწორი & ვერძი
ოპოზიციური ნიშნები, როგორიცაა ვერძი-სასწორის წყვილი, ყოველთვის ფლობენ ერთმანეთის დაბალანსებისა და “შევსების” შესაძლებლობებს. აქ მთავარი კომპრომისის საკითხია. თუკი ეს მოხერხდა, ამგვარი წყვილი ერთი სულისკვეთებით შეკრული მთლიანობა იქნება.
სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე