მთავარი ასტროლოგია რომელ დღეს დაიბადე?-ამოიცანი შენი ხასიათი

რომელ დღეს დაიბადე?-ამოიცანი შენი ხასიათი

by guramus

ორშაბათი: ორშაბათ დღეს დაბადებული ადამიანები რომანტიკის განსაკუთრებული აღქმით გამოირჩევიან. მათთვის მთვარი საყვარელი ადამიანი და საქმეა. თუმცა, არჩევანის წინაშე რომ იყვნენ, პირველ მათგანს აირჩევდნენ. “ორშაბათის ადამიანები” არ არიან ინიციატორები, არც ლიდერები. მათ ურჩევიათ სხვა იყოს ორგანიზატორი, სხვამ გამოთქვას აზრი პირველად.

სამშაბათი: სამშაბათს დაბადებული ადამიანების უმეტესობა ძალიან აქტიური, შრომისმოყვარე და კომუნიკაბელურია. მათ არ უყვართ გაურკვევლობა, უწესრიგობა, ქაოსი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, შეიქმნან საკუთარი ოჯახური სამოთხე.

ოთხშაბათი: ამ დღეს დაბადებული ადამიანების უმეტესობა ყველაზე კარგად რეაგირებს პრობლემებზე. იციან, როგორ მიაღწიონ სასურველ მიზანს. ნებისმიერ დროს დაგეხმარებიან, თუ სთხოვთ – იწვალებენ, მაგრამ სასურველ კონტაქტს მაინც იპოვიან. იმიტომ რომ, მათ შესანიშნავი მეგობრობა იციან.

ხუთშაბათი: ყველაზე ოპტიმისტი ადამიანები ხუთშაბათს იბადებიან. ისინი ყველაზე რთული პრობლემის დროსაც იღიმიან და ამბობენ, რომ გამოცდა წარმატებით უნდა ჩააბარონ. ხშირად ბუზღუნებიც არიან, მაგრამ მხოლოდ ოჯახურ წრეში და ისიც, ნორმების დაცვით.

პარასკევი: პარასკევს დაბადებული ადამიანების მთავარი ნაკლი სიზარმაცეა. მათ ფეშენებელური ნივეთები განსაკუთრებულად უყვართ. შეუძლიათ უამრავი ფული დახარჯონ, თუ საჭიროდ ჩათვლიან, რომ ვიზაუალისთვის ასეა საჭირო.

შაბათი: შაბათ დღეს იბადებიან ადამიანები რაციონალური გადაყვეტილებების მიღების ნიჭით. თითქმის ყოველთვის ფინანსურ დამოუკიდებლობას თავად აღწევენ, რადგანაც არ უყვართ, როდესაც ვინმე მათ მითითებებს აძლევს. არიან სერიოზულები, კარგი რჩევის გამცემნი. ამიტომაც, ბევრი მეგობარი ჰყავთ.

კვირა: როგორც აღმოჩნდა, კვირას ძალიან მხიარული ადამიანები იბადებიან. მათთვის მხიარულება ყველაზე მნიშვნელოვანია. ისინი ცდილობენ იპოვონ ენერგია, რომელსაც სხვების სასარგებლოდაც გამოიყენებენ. არიან ეგოისტები და არ უყვართ სხვების რჩევების გათვალსწინება.