აქ გაიგებთ, თუ ვინ დაკავდება ბევრი სექსით, ვინ გათხოვდება, ვინ მოიყვანს ცოლს და ვის ელოდება რომანტიული თავგადასავლები 2017 წელს მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი – წლის პირველი ნახევარი თუ ნაყოფიერი არ იყოს, სექტემბრის თვის ბოლოსკენ აუცილებლად გაიცნობთ ადამიანს, რომელიც დიდხანს გაგყვებათ და შეიძლება მასთან ცხოვრების დარჩენილი ნაწილიც კი გაატაროთ.
კურო – თქვენ საკმაოდ მოგიწიათ და დაგიგროვდათ წარუმატებელი ურთიერთობები, ამიტომ ვარკსვლავები ამ წელს თქვენს სასარგებლოდ “თამაშობენ”. გექნებათ რამოდენიმე გაურკვეველი ურთიერთობა, მაგრამ ბოლოს მაინც დასტაბილურდება ყველაფერი.
ტყუპები – მაინც და მაინც სერიოზული ურთიერთობების წელი არ არის თქვენთვის, თუმცა ამ წელს “მოკლე ვადიანი” პარტნიორები ბევრს გასწავლიან იმის შესახებ, თუ როგორი პარტნიორი დაგჭირდებათ მომავლისთვის.
კირჩხიბი – თქვენ შეიძლება მოგიწიოთ დანაკარგის ან ღალატის გადატანა ამ წელს, მაგრამ ნუ შეუშინდებით, სერიოზულად ტრაგიკული არაფერი მოხდება. ამ ყველაფრის უკან დგას ადამიანი, რომელსაც უყვარხართ და მალე გიპოვით.