როცა მშობელი ზრუნავს, რომ შვილს მხატვრული ლიტერატურა შეაყვაროს და მკითხველად ჩამოყალიბებაში ეხმარება, ბუნებრივია შესაფერისი წიგნის შერჩევას იწყებს. პირველ წიგნზე ძალიან ბევრია დამოკიდებულია. სწორედ პირველი წიგნი განსაზღვრავს, რა განწყობით დაიწყებს მეორეს კითხვას.
ამას გარდა მნიშვნელოვანია, რომ წიგნი მაქსიმალურად ზუსტად შეეფერებოდეს ბავშვის ასაკს. სპეციალისტები, რომლებიც გამომცემლობებში საქმიანობენ, პერიოდულად ადგენენ ნაწარმოებების ჩამონათვალს ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით.
ამჯერად ერთ-ერთ ასეთ ჩამონათვალს გთავაზობთ, სადაც ავტორები და მათი ნაწარმოებები დაჯგუფებულია 6-9 წლის, 10-12 წლისა და 13 -16 წლის მოზარდებისთვის. სია ყველასთვის ცნობილმა “ბიბლუსმა” შეადგინა და რასაკვირველია, არ
არის სრულყოფილი, არის რამდენიმე სასურველი წიგნით შევსებული. ამ წიგნებით რომ დაიწყოს პატარამ და მერე სხვა წიგნებზე გადავიდეს, რომლებსაც უკვე თავისით შეარჩევს, შესანიშნავი იქნება.
სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე